ქართველი ქალები ევრო შესარჩევზე იტალიასთან დამარცხდნენ
ქართველი ქალები ევრო შესარჩევზე იტალიასთან დამარცხდნენ
08.11.2019
ავტორი: ს.ნ.

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრა სტუმრად იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. 8 ნოემბერს, ბენევენტოს ჩირო ვიგორიტოს სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით - 6-0 დასრულდა.

ლევან ბაჯელიძის გუნდმა ეს შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, კალანდაძე, მატვეევა (72' ჩემინავა), ჭიჭინაძე (85' ნ. დანელია), ჭყონია (55' მ. დანელია), ტატუაშვილი, სუთიძე, ბაქრაძე, თოდაძე, რაუხი

გაფრთხილება: 50' პასიკაშვილი, 80' თოდაძე


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს სტუმრად დანიის წინააღმდეგ გამართავს. ვიბორგში გასამართი მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.