გრძელი სეზონი 3 ნოემბერს დაიწყო
გრძელი სეზონი 3 ნოემბერს დაიწყო
04.11.2019
ავტორი: თ.ჯ.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 3 ნოემბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეთორმეტე სეზონმა აიღო სტარტი.


სათამაშო დღის სასტარტო შეხვედრაში, „ჰუავეიმ", „აი სი არი" ანგარიშით 3-1 დაამარცხა. ვერცხლის ლიგის კიდევ ერთ დაპირისპირებაში საქართველოს ბანკმა, „კავკასიის ავტოიმპორტს" 3-0 სძლია.


ბრინჯაოს ლიგაში „ნაბეღლავმა", „მტკვარი-ენერჯი" 3-2 დაამარცხა. „დიპლომატ ჯორჯიამ" კი, „ბეთლაივს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა.


ერთი შეხვედრა გაიმართა ოქროს ლიგაში, „ვი-თი-ბისა" და „კროკობეთის" უხვგოლიანი მატჩი ბუკმეიკერების გამარჯვებით 8-2 დასრულდა.


დაძაბული აღმოჩნდა სუპერლიგის პირველი ტურის სასტარტო შეხვედრა, რომელშიც საპატრულო პოლიციის გუნდმა, საქართველოს ფოსტას ბოლო წუთზე გატანილი გოლით, ანგარიშით 2-1 სძლია. სადებიუტო შეხვედრა მოიგო ტელეკომპანია „მაესტროს" გუნდმა, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია 4-3 დაამარცხა. სათამაშო დღე პსპ-სა და შემოსავლების სამსახურის დაპირისპირებით დასრულდა, სადაც გამარჯვება „ფარმაცევტებს" ხვდათ წილად, ანგარიშით 2-1.