"დინამო თბილისი" მე-4, "საბურთალო" მე-12
"დინამო თბილისი" მე-4, "საბურთალო" მე-12
21.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

ვილნიუსში "ატეიტის" თაისის მორიგის ასაკობრივი ტურნირი დასრულდა. ტურნირში,  "დინამო თბილისის" აკადემიის 12-წლამდე გუნდმა საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძლაში, თბილისელებმა ბერგამოს "ატალანტასტან" შეხვედრა, ანგარიშით 0-2 დათმეს.

კახა გოგოლაძის გუნდმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო. ვილნიუსის "გელეჟინის" ვილკასის 3-1 დამარცხების შემდეგ, "დინამომ" კალინინგრადის "ბალტიკას" 1-0 აჯობა და 3-0 მოუგო ტალინის "არიუს".

მეოთხედფინალში თბილისელებმა მინსკის "მინსკი" პენალტების სერიაში დაამარცხეს (ძირითადი დრო 1-1 მორჩა), ნახევარფინალში კი, კიევის "დინამოსთან" 1-2 დათმეს პაექრობა.

ატეიტის თასზე 12-წლამდე ტურნირში,  სულ 32 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოდან კი, დინამოელთა გარდა "საბურთალოს" 12-წლამდე გუნდიც გამოდიოდა, რომელიც საბოლოოდ მე-12 ადგილზე გავიდა.

25 ოქტომბრიდან ატეიტის თასზე დინამო თბილისის 13 წლამდე შემადგენლობა დაიწყებს ასპარეზობას.


ასევე იხილეთ #11წლამდედინამო 

  © AteitisCUP