შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა
შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა
19.10.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

სუპერლიგის მეორე ტურის რიგით მეორე მატჩში საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში "ცხუმ-აფხაზეთმა" "კაკტუსი" დაამარცხა. მოქმედმა ჩემპიონმა "დელტამ", რომელიც ამ სეზონში "ცხუმ-აფხაზეთის" სახელით გამოდის, დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. ზვიად ანთაძის გაწვრთნილმა გუნდმა მებრძოლ და შეუპოვარ "კაკტუსს" 71:67 მოუგო. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, როცა დასკვნით ეპიზოდში შედეგიანად ითამაშეს ცხუმელებმა და სუპელრიგა გამარჯვებით დაიწყეს.


"ცხუმ-აფხაზეთმა" პირველი ტურის დღეს სუპერსათასო მატჩი გამართა "ტიტებთან", რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში სძლია და სეზონის პირველ ტიტულს დაეპატრონა. ზვიად ანთაძის გუნდმა ასევე დამაჯერებლად ჩაატარა სუპერლიგის პოირველი ტურის შეხვედრა, რომლის მე-3 პერიოდშიც 13 ქულით იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ვითარება მაინც დაიძაბა. ბრაიან უილიამსის ზუსტი სროლის შემდეგ კაკტუსელებმა საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ჩამორჩენა მინიმუმამდე - 62:63 შეამცირეს. 


გადამწყვეტ მომენტში მეტი შედეგიანობით ითამაშეს ცხუმელებმა, რაშიც მათ კაკტუსელი უილიამსის მიჯრით ორჯერ დაკარგული ბურთიც დაეხმარათ.


გამარჯვებულთაგან 15 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ობრი მაკალპინი. 13 ქულა გიორგი შარაბიძის ანგარიშზეა. "კაკტუსში" 21 ქულით ბომბარდირი გახდა ზორან მილიტიევიჩი, ბრაიან უილიამსის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.


მატჩის სტატისტიკა