კიდევ ორი ოქრო იპონით
კიდევ ორი ოქრო იპონით
18.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

ეთერ ლიპარტელიანის შემდეგ, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოახერხა ოქროს მედლის მოგება. ამჯერად კვარცხლბეკზე ოქროს მედლები ლაშა ბექაურმა (-90 კგ) და ვლადიმერ ახალკაცმა (-81 კგ) ჩაიბარეს. კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.





საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი კიდევ ერთმა „იპონმა" მოუტანა, ლაშა ბექაურმა ფინალში უნგრელი როლანდ გოზი, სწორედ  იპონით დაამარცხა.  ვლადიმერ ახალკაცმა კი, ფინალში რუსეთის წარმომადგენელ დავით კარაპეტიანს იპონით სძლია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.


-81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფატიევი დაამარცხა. ქალთა შორის, -70 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა მარიამ ჭანტურია, რომელმაც მე-3 ადგილისთვის შეხვედრა ფრანგ მორგან ფერეოლთან წააგო.



მაროკოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 20 ოქტომბერს დასრულდება, შეგახსენებთ დარჩენილი დღეების განრიგს.


19 ოქტომბერი - ქალებში  +78კგ- ში სალომე მაყიშვილი. ხოლო კაცებში -100კგ-ში ილია სულამანიძე და +100კგ.-ში გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი გამოვლენ.


20 ოქტომბერს მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრით დასრულდება.