ხარაიშვილი კარგად არის
ხარაიშვილი კარგად არის
16.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

ევრო 2020-ის ეტაპის მე-7 შეხვედრაში, რომელიც გიბრალტარში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შეხვედრის 56-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0-2 იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ, გიბრალტარელ ჯეკ სერჯანტსა და ხარაიშვილს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, ქართველი ფეხბურთელი დაშავდა. საბოლოოდ, გამოვიდა, რომ იმ შეხვედრაში სწორედ, ეს მომენტი აღმოჩნდა საკვანძო, ვინაიდან შეხვედრის განახლების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე წუთით, როგორც მოგვიანებით, ჩვენი ეროვნულის თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა აღნიშნა კონცენტრაცია დაკარგა და შედეგად 8 წუთში 2 გოლი გაუშვა.


„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ თავს კარგად ვგრძნობ, რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას. რაც შეეხება შეჯახების მომენტს, საკმაოდ ძლიერი შეტაკება იყო, შემდეგ გადამიყვანეს ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ექიმთან ერთად, შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ. მადლობა ნაკრების სამედიცინო ჯგუფს, ჩემ გულშემატკივარს, ვინც  გოლის და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა", - ამბობს გიორგი ხარაიშვილი, ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.


გიბრალტართან მატჩში, საქართველო ეროვნული ნაკრები სწორედ ხარაიშვილის გოლით დაწინაურდა.  მე-10 წუთზე გაიხსნა, ლევან შენგელიას გადაცემით გიორგი ხარაიშვილმა ისარგებლა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა


ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, გიბრალტარში, გიორგი ხარაიშვილს კვლევები ჩაუტარდა.  ამ მომენტისთვის, ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და უკვე შვედეთში იმყოფება.

 

ფეხბურთის ფედერაციის ფოტო / ავტორი ლაშა კურპაშვილი

fexbu