ელიგის ბოლოს, „დინამო თბილისი“ პუმას ნახტომისთვის ემზადება
ელიგის ბოლოს, „დინამო თბილისი“ პუმას ნახტომისთვის ემზადება
16.10.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქვეყანაში, შედიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბაზარზე მდიდარი ისტორიისა და გამოცდილების მქონე პარტნიორი ეგულებათ. გერმანულმა მულტინაციონალურმა კომპანიამ „პუმა სე" (იგივე „პუმა"), ასეთ პარტნიორად კი, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ჩათვალა, რომელიც არსების 95-წლიანი ისტორიის გარდა, უეფა-ს საფეხბურთო ტროფეის მფლობელი, ერთად-ერთი კლუბია რეგიონში.




„დინამო თბილისი" ამ რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია, ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაპროვოცირებელიც, სწორედ თბილისური კლუბის ისტორია და სტატუსი იყო. იმედი გვაქვს, ურთიერთობა და წინსვლა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ყოველთვის ტოპ კლუბებზე ვაკეთებთ არჩევანს, მაგალითად "მანჩესტერ სიტი", "ვალენსია", „მილანი" და  „ბორუსია" სხვა"- ამბობს,  "პუმას" სპორტული განყოფილების ობერ შეფი ალექსანდერ ლოები




ცნობილი ევროპული კლუბებისა და იტალიის, შვეიცარიის, ურუგვაის, განასა და კამერუნის ეროვნული საფეხბურთო გუნდების შემდეგ, მინიმუმ 3-წლიანი ვადით, საქართველოს საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" და „დინამოს აკადემია", „პუმას" ეკიპირებით აღიჭურვება. საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" გენერალური დირექტორის ზაზა დოლიძე.




„ფერები ტრადიციულად ლურჯი და თეთრი იქნება. 3 წლის განმავლობაში ჩვენი ტექნიკური პარტნიორი "პუმა" იქნება. კომპანია, არა მხოლოდ მთავარ გუნდს, არამედ ჩვენი აკადემიის წარმომადგენელ გუნდებსაც შემოსავს. ჩვენ შევინარჩუნეთ ტრადიციული ლურჯი და თეთრი ფერი. „პუმას" ბრენდით გვაქვს ექსკლუზივი, რადგან ამ კონკრეტული ტონალობის ფერებით, თეთრით კი, საქართველოს ნაკრების გარდა, ვერცერთი სხვა ქართული გუნდი ვერ ითამაშებს", - ამბობს ზაზა დოლიძე.  


აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, პირველად, „დინამო თბილისი" „მშობლიური ლურჯი" ტონალობის ფერს უბრუნდება. ლურჯის გარდა, დინამოელების ახალ გარდერობში, ტრადიციულად თეთრი და ასევე შავი ფერის ფორმა იქნება. მეკარეებისთვის ყვითელი და ასევე ლურჯი ფერი შეირჩა.




„უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან ქართულად ვერ ვსაუბრობ. ის ერთ-ერთი რთული ენაა მსოფლიოში. თუმცა, საქართველოს შესახებ ბავშვობიდან ვიცი. ქალაქ იენადან ვარ, რომლის გუნდსაც ჩემს ბავშვობაში „დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოუგო. კარიერის განმავლობაში მე ბევრი ქართველი ფეხბურთელის გვერდით მითამაშია, მაგალითად ალექსანდერ იაშვილის და დავით სირაძის. ამდენად, როდსაც არჩევანის წინაშე დავდექით, ამ გარემოებებმაც დიდი როლი ითამაშა", - ამბობს ალესანდერ ლოები.




„დინამო თბილისის" ახალი სათამაშო ფორმა, დღეს „დინამო არენაზე" „პუმას" წარმომადგენლებთან ერთად, დინამოელებმა ლევან მჭედლიძემ და გიორგი პაპავამ წარმოადგინეს. ახალი ეკიპირების პრეზენტაციას „პუმას" მხრიდან სპორტული ხაზის ობერ შეფი - ალექსანდერ ლოები და რეგიონული მენეჯერი - ფლორის ფროიდენტალი ესწრებოდნენ.




ახალი ფორმით, დედაქალაქური კლუბი 2020 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაზე და 2020-2021 წ.წ. ევროტურნირებზე წარსდგება. თუმცა, ზაზა დოლიძის ინფორმაციით, ელიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო სამ შეხვედრასაც, „დინამო თბილისი" უკვე „პუმას" ფორმით ჩაატარებს.