ვადამდე ადრე ელიტ-რაუნდი და გამარჯვება ხორვატიასთან
ვადამდე ადრე ელიტ-რაუნდი და გამარჯვება ხორვატიასთან
15.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უნგრეთში გამართულ ევროპის 2019-20 წების ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დასკვნითი შეხვედრაც მოიგო. ჩვენმა ფეხბურთელებმა, ამჯერად, ხორვატიის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 2-0. გოლები გულიაშვილმა და დავითაშვილმა გაიტანეს. რამაზ სვანაძემ ბალკანელებთან 4 დინამოელი - თორნიკე ჯანგიძე, სანდრო კალანდაძე, ირაკლი აზაროვი და ანზორ მექვაბიშილი ათამაშა, შეცვლაზე კი ნოდარ ლომინაძე შევიდა.


საბოლოოდ,  რამაზ სვანაძის გუნდმა, 3 თამაშიდან სამივე მოიგო და  ელიტ რაუნდის საგზური პირველი ადგილით მოიპოვა. სამ ტურში საქართველოს ნაკრებმა 9 გოლი გაიტანა, 3 გოლი გაუშვა. ელიტ-რაუნდი 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარდება. მანამდე კი, 3 დეკემბერს ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართება. გუნდები 7 ჯგუფად გადანაწილდებიან და ფინალური ტურნირისთვის ასპარეზობას მხოლოდ ჯგუფში საუკეთესოები განაგძობენ, უკვე ფინალურ ეტაპზე, მათ მასპინძელი ქვეყანა ჩრდილოეთ ირლანდია შეუერთდებათ.


***

დღესვე, საქართველო 18-წლამდე ნაკრებმა ესტონეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა  და 2-0 გაიმარჯვა. გოლები ოგბაიძისა და ფაჩულიას ანგარიშზეა. გიორგი მიქაძემ სასტარტო შემადგენლობაში 5 დინამოელი გაამწესა: ზურაბ ერაძე, ირაკლი იაკობიძე, გიორგი მირზიკაშვილი, თორნიკე მორჩილაძე და გიორგი ომარაშვილი. შეცვლაზე დავით ზურაბიანი, ლევან ოსიყმაშვილი და მიხეილ ქოჩაკიძე შევიდნენ.