მშრალი კარი და ზუსტი საჯარიმო
მშრალი კარი და ზუსტი საჯარიმო
13.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

„დინამო თბილისის" 11-წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა. აღნიშნულის შესახებ, საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.


თბილისელებმა ფინალურ შეხვედრაში ვილნიუსის „ჟალგირისი" 1-0 დაამარცხეს და ტურნირის ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის მანძილზე დინამოელებმა ისე იასპარეზეს, რომ საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.   


ფინალური შეხვედრის ბედი, რომელიც საკმაოდ დაძაბულად და ურთიერთშეტევებით წარიმართა, საბა ხარებაშვილის ზუსტმა საჯარიმო დარტყმამ გადაწყვიტა. ნიშანდობლივია, რომ არა მხოლოდ მთავარ გუნდშიც, არამედ აკადემიაშიც, სტანდარტულებიდან გოლის გატანა, უკვე სისტემურ ხასიათს იძენს.


„ატეიტის თასის" გათამაშებაზე კი, ზურა ელიავას გუნდმა ½ რფინალში გერმანულ  დორტმუნდის „ბორუსიას" 1-0 აჯობა. მანამდე ¼ ფინალში, თურქულ „ანტალიასფორს" მოუგო  5-0. ჯგუფში გამართული შეხვედრებისას, თბილისელებმა ლიეტუვური ტფა-ბლუ 4-0 დაამარცხეს,  მოუგეს მინსკის „დინამოს" 2-0 და სანკტ-პეტერბურგის „ენჯელბოლს" 4-0. იმავე ანგარიშით. 4-0 დაამარცხე უკრაინული  უჟგოროდის „ჩაიკა".


ტრადიციულად, დინამოელებმა ინდივიდუალური ტიტულებიც მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდოთი უპრეცედენტოდ, თბილისელთა ორივე მეკარემ გიორგი ბაშარულმა და ირაკლი ერიაშვილმა მიიღეს. გათამაშების საუკეთესო ნახევარმცველი კი ანდრია ბართიშვილი გახდა.


ზურა ელიავას გუნდი ვილნიუსში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: ირაკლი ერიაშვილი, გიორგი ბაშარული, თორნიკე შუბითიძე, საბა ხარებაშვილი, ლუკა ციკოლია, გიორგი ლომიძე, ნიკა შათირიშვილი, ნიკა ადუაშვილი, ანდრია ბართიშვილი, კობა კაკაშვილი, ნიკა ბენდელიანი, შოთიკო დიაკონიძე, გიორგი ჯანელიძე და ცოტნე ხარებავა.