„დინამო თბილისის“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო
„დინამო თბილისის“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მარცხით დაიწყო
09.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

„დინამო თბილისის" წყალბურთელთა გუნდი, ევროტურნირების ძირითად ბადეს დაუბრუნდა. ამჯერად, წყალბურთში, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ტოპ 16 გუნდს შორის ასპარეზობს. ქართული კლუბი  ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაუშვა.


წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების სასტარტო მატჩის გამართვა, „დინამოს" საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მიუხდა. საქართველოს ჩემპიონი კატალონიურ „ტერასას" შეხვდა და 9-5 დამარცხდა.


აღსანიშნავია, რომ სასტარტო მატჩში ანგარიში დინამოელებმა გახსნეს. თუმცა, ამის შემდეგ მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, რაც ანგარიშშიც დაიწინაურდნენ. თბილისელთაგან გოლები ფაბიო ბარალდიმ (ორი), ზურაბ რურუამ, ბორის ვაპენსკიმ და დამირ ცრეპულიამ გაიტანეს.


ისიც სათქმელია, რომ საგანგებოდ ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდი უცხოელი და უცხოეთში მოთამაშე ქართველი წყალბურთელებით გაძლიერდა.


მომდევნო მატჩს „დინამო თბილისი" 19 ოქტომბერს ხორვატიაში, ზაგრების „მლადოსტთან" გამართავს.