27- ე ტურის დაგეგმილი და დაუგეგმავი შედეგები
27- ე ტურის დაგეგმილი და დაუგეგმავი შედეგები
23.09.2017
ავტორი:

კვირას, 24 სექტემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქართული დერბი გაიმართება. 27-ე ტურის ბოლო მატჩში, „ტორპედო" „დინამო თბილისს" უმასპინძლებს. ტრადიციული მეტოქეები წელს მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველ შეხვედრაში ქუთაისში, დინამოელებმა 0-2 იმარჯვეს, მეორეში, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, გამარჯვებულები კვლავ დინამოელები, ამჯერად ანგარიშით 2-1 გამოვიდნენ. მიმდინარე სეზონში, საერთო ჯამში ხვალინდელი თამაშიანად, „ტორპედოსა" და „დინამოს" კიდევ 3-ჯერ უწევთ ურთიერთობის გარკვევა. ამ სამიდან ერთი შეხვედრა - სათასოა და ის, 1 ნოემბერს, ქუთაისში გაიმართება. მანამდე კი ხვალინდელი თამაშია, რომელიც სატურნირო ცხრილში, ამ ტურის შემდეგ, ბოლო გადაადგილებეს ვერ მოახდენს, თუმცა გუნდებს პოზიციებს გაუმყარებს. დღეს კი 27-ე ტურის 2 თამაში გაიმართა.

 

„ლოკომოტივი" - „ჩიხურა" 3-0

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, 27-ე ტურის მეორე დღეს გათამაშების უშუალო კონკურენტები, თბილისის „ლოკომოტივი" და საჩხერის „ჩიხურა" დაუპირისპირდნენ ერთმანეთეს. შეხვედრა თბილისელთა შეტევებით დაიწყო და უკვე, მე-11 წუთზე ვატო არველაძის ჩაწოდებით, ირაკლი სიხარულიძემ მოროგი გოლი გაიტანა. კიდევ თერთმეტ წუთში, სიხარულიძემ დუბლი შეასრულა. ეროვნული ლიგის ბომბარდირს ამ შეხვედრის შემდეგ 22 გოლი აქვს გატანილი და 9 გოლით უსწრებს „ჩიხურელ" დიმიტრი ტატანაშვილს, რომელმაც დღევანდელ მატჩში, გოლის გატანა ისევე  ვერ მოახერხა, როგორც მთლიანობაში „ჩიხურამ".

თუმცა, სამართლიანობისთვის, უნდა ითქვას, რომ დიდად, გოლის გატანის შანსი საჩხერლებს, არც ჰქონიათ. სამაგიეროდ, პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა „ლოკომოტივს". ჯერ იყო და, ვატო არველაძემ ვერ მოახერხა ზუსტად დინო ჰამზიჩისთვის ბურთის თავზე გადაგდება. მოგვიანებით კი, სიხარულიძის დარტყმა, მცირე მანძილით სცდება კარს. პირველი ტაიმი „ლოკომოტივმა" ჰენდიქაფით მოიგო.

არ შეცვლილა სურათი არც მეორე ტაიმში. „ჩიხურა" ძირითადად დაცვაში იყო ჩამჯდარი. თუმცა, რამდენიმე ეპიზოდში რევაზ თევდორაძის შეწუხება მათ, მაინც მოახერხეს. ერთ მომენტში, თევდორაძემ, შოთა კაშიას თავური მოიგერია, შემდეგ კი ბესიკ დეკანოიძეს აჯობა დასწრებაზე. ალბათ, ეს იყო ის ერთეული ეპიზოდები, რომელიც საჩხერელებმა მეორე ტაიმში  შექმნეს. ფაქტია, რომ მატჩის 55-ე წუთის შემდეგ, როდესაც „ჩიხურას" კარში მე-3 გოლი გავიდა, სტუმრები ბედს შეეგუენ. ლოკომოტიველთა მესამე გოლი კი გეგა დიასამიძის ანგარიშზეა.

„ლოკომოტივმა" საჭირო მოგება ჩაიწერა „ჩიხურასთან" და ევროტურნირებზე მოსახვედრად, უშუალო მეტოქეს 5 ქული გადაუსწრო. თუმცა ამ ორ კლუბს შორის, სატურნირო ცხრილშიც და ევროტურნრებზე მოსახვედრადაც კიდევ ერთი, „საბურთალო" იბრძვის. ამ თბილისურ კლუბს ახლა, „ლოკომოტივზე" 2-ით ნაკლები და „ჩიხურაზე" 3-ით მეტი ქულა აქვს. ბუნებრივია, სატურნირო ცხრილში საბოლოო პოზიციების განსაზღვრისას ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებულ შედეგს უდიდეს მნიშვნელობა ექნება. საბოლოო, მე-4 წრე კი ამ გუნდებისთვის, ზუსტად ერთ კვირაში დაიწყება.

 


„დილა" - „სამტრედია" 2-1

27- ე ტურის შემდეგ, სამტრედიელებმა 51 ქულა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი შეინარჩუნეს. თუმცა, ეს გია ცეცაძის გუნდისთვის, რომელსაც თითქმის ფეხდაფეხ მოსდევენ თბილისური „ლოკომოტივი" და „საბურთალო" დიდი ნუგეში არაა. „სამტრედიამ", მართალია გასვლაზე, მაგრამ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ვერ მოახერხა, ეროვნული ლიგის ქვედა ეშელონში მყოფი გორის „დილასთან" ქულის აღებაც კი.

ის, რომ „სამტრედიას" მოლოდინი არ გამართლდებოდა და გორში, ადვილი „გასეირნება" არ ექნებოდა, მატჩის დებიუტშივე გამოჩნდა. მე-8 წუთზე, გიორგი ფანცულაიას ჩაწოდებულ ბურთზე, სამტრედიელ მცველს, ლაშა კასრაძეს, რომ არ დაესწრო, დათო კირკიტაძე ანგარიშს გახსნიდა. თუმცა, ამ შეცდომის გამოსასწორებლად დათო კირკიტაძეს, მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა. მე-11 წუთზე, ლევან ნონიკაშვილის გადაცემის შემდეგ, დარტმას ცდილობდა ირაკლი ძარია, თუმცა არ გამოუივიდა. თანაგუნდელის „შეცდომა" კი, კირკიტაძემ გამოასწორად და „დილამ" ანგარიში გახსნა. კიდევ 10 წუთში, კირკიტაძემ, სამტრედიელთა შეტევის ჩაშლა და კონტრშეტევის წამოწყება მოახერხა. საკუთარი საჯარიმოდან  3-სვლიანი კომბინაციით, დასარტყამ პოზიციაზე ლავან ნონიკაშვილი გაიყვანა. ომარ მიგინეიშვილმა, თითქოს, მოახერხა კირკიტაძის დარტყმის მოგერიება, თუმცა ბურთის შეჩერება ვერ შეძლო და ანგარიში ორამდე გაიზარდა. სამტრედეილები, როგორც სჩანს, არ ელოდნენ გორელთა ასეთ სტარტს და გუნდს მცირედი დაბნეულობაც შეეტყო. ამას დაემატა, ბაკარ ბალდეს დაუგეგმავი ცვლილება და აქედან გამომდინარე, ცეცაძეს - სათამაშო სქემის გადაწყობაც. თუმცა, ეროვნული ლიგის გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა გუნდმა, მეორე გოლის შემდეგ, მოახერხა ერთის გაქვითვა. 32-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი, თავური დარტყმით ზუსტად გადაგზავნა გორელთა კარში ნიკა სანდოხაძემ. პირველ ტაიმშიც და მთლიანად თამაშშიც, აღსანიშნავია დავით კირკიტაძე, რომელიც ყველგან იყო. პირველი ტაიმი კი გორელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, კარში დარტმისა და საგოლე მომენტების მიხედვით, „დილამ" არც ამ ნახევარში დათმო უპირატოესობა. ტაიმის დებიუტში, მხოლოდ გიორგი ფანცულაიას ჰქონდა 2 საგოლე მომენტი, ერთში - მცველმა ივაჟკაცა, ხოლო მომდევნოში, ომარ მიგინეიშვილმა ფეხის წვერით მოახერხა, ბურთის კუთხურზე გადაგზავნა. ამის შემდეგ 7 წუთიან შუალედში გიორგი მჭედლიშვილი, 2 ყვითელ ბარათს იღებს და შესაბამისად, მინდვრის დატოვება უწევს.

სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში შეხვედრა კორექტულად მიმდინარეობდა. მატჩის არბიტრი, დავით ხარიტონაშვილი კი გუნდებს, ბრძოლის საშუალებას აძლევდა. 10 კაცით დარჩენილი „სამტრედია", მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე შეეცადა ვითარების, რეალურად გამოსწორებას. „დილას" საჯარიმოში, ომარ მიგინეიშვილიც კი ჩავიდა ბოლო კუთხურის ჩამოწოდებისას, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. ისევე, როგორც მანამდე 77-ე, 79-ე, და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, როდესაც ჯერ პედრიონიოსა და გოგიტა გოგატიშვილის დარტყმები მოიგერია ომარ მიგინეიშვილმა, ბოლოს კი არ გაუმართლათ ფლავიო ნუბიოს და ირაკლი ძარიას.  „დილამ", მინიმალური ანგარიშით 2-1, „სამტრედია" დაამარცხა და სატურნირო ცხრილში, მე-3 წრის შემდეგ, მე-7 ადგილზე გამყარდა. ახლა, „დილა" 2 ქულით უსწრებს ბათუმის „დინამოს". თუმცა, გათამაშების ქვედა ეშელონში მყოფ გორელებსაც და ბათუმელებსაც, დარჩენილ 9 თამაშში, მაქსიმუმის გაკეთება მოუწევთ, რომ ზედმეტი თავის ტკივილისგან დაცვა მოახერხონ.