ძიუდოისტებმა, ასპარეზობის ბოლო დღესაც არ „მოისვენეს“
ძიუდოისტებმა, ასპარეზობის ბოლო დღესაც არ „მოისვენეს“
15.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

ფინეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებულ გუნდურ შეჯიბრში  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ქართველები ჰოლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4-0 გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებაში თავისი წილი შეიტანეს საბა ინანეიშვილმა, რომელმაც 39 წამში კილიან ბულჰუის სძლია, ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც ულამაზესი იპონით აპლეუნი კორნელისი დაამარცხა; ლუკა კაპანაძემ ივო ვერჰორსტერტი, ხოლო მარიამ ჭანტურიამ შიდოებით ნადია კრაჩტენის დამარცხება შეძლო.


12-15 სექტემბრის ჩათვლით, ქართველებმა ვანტააში საერთო ჯამში პირად ჩათვლებში მოპოვებულ 6 ოქროს, 1 ვერცხლსა და 2 ბრინჯაოს, გუნდური მედალიც დაუმატეს. ეს კი, საქართველოს ძიუდოს ისტორიაში, საუკეთესო შედეგია.


დღევანდელი დღის გარდა, ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველების მონაგარი ასეთია:

ოქრო - გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ)

ვერცხლი - ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ).

ბრინჯაო - მარიამ ჭანტურია (-70კგ). მიხეილ ბექაური (-90კგ)