მარცხის მიუხედავად ღირსეული წინააღმდეგობა
მარცხის მიუხედავად ღირსეული წინააღმდეგობა
14.09.2019
ავტორი: ჩოგბურთის ფედერაცია

დასრულდა დევისის თასის ევრო აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩი ნორვეგიას და საქართველოს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ანგარიშით 1-3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, საბა ფურცელაძე , ალექსანდრე ბაკში და ნიკოლოზ დავლიანიძე, კაპიტანი დავით კვერნაძე.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წლის გაზაფხულზე ფლეი ოფში, მეორე ჯგუფში დასარჩენად ითამაშებს.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მადლობას ვუხდით ნორვეგიის ჩოგბურთის ფედერაციას დევისის თასის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის და ვულოცავთ გამარჯვებას Norges Tennisforbund gratulerer for fortjent seier, Og tusen takk for gjestfriheten ! ასევე დიდ მადლობას ვუხდით ჩოგბურთის ქართველ მოყვარულებს დისტანციაზე გულშემატკივრობისთვის. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ნორვეგიის სამეფოში ქალბატონ მაია ყიფშიძეს ნაკრების მხარდაჭერისთვის და დაუღალავი ქომაგობისთვის.