ქართველთა სამეული, ნეპალში ახალი მარშრუტის გავლას შეეცდება
ქართველთა სამეული, ნეპალში ახალი მარშრუტის გავლას შეეცდება
13.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

ქართველ მთამსვლელთა სამკაციანი ჯგუფი ჰიმალაიში მორიგი ისტორიის დასაწერად გაემგზავრა. არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი ნეპალში, აქამდე გაუვლელი მწვერვალის დასალაშქრად გაემართნენ. ექსპედიციის დროს, რომელიც დაახლოებით 45 დღეს გასტანს, ახალგაზრდა მთამსვლელთა ჯგუფი, მწვერვალ მანასლუს რეგიონში, 6600 მეტრი სიმაღლის მთის გავლას შეეცდებიან.

ქართველი მთამსვლელების სამიზნე, ამჯერად  მწვერვალი ,,პანპოჩე 1 " და ,, პანპოჩე 2 " არის, რომლებიც მანასლუს რეგიონში, დღემდე გაუვლელად ითვლება. იმას გარდა, რომ ამ ორ მთაზე, ჯერ არც ერთი ექსპედიცია არ ასულა, მწვერვალზე ასასვლელი მარშრუტები ტექნიკურად რთულ ასვლების კატეგორიას განეკუთვნება.

შეგახსენებთ, რომ ნეპალში, ერთ-ერთი მწვერვალზე უკვე არის აღნიშნული ქართველების გზა, რომელიც სწორედ ამ ექსპედიციის წევრებს ეკუთვნით. ექსპედიციის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, ნეპალში მეორე ქართული მარშრუტი გაჩნდება. ექსპედიცია ნეპალში, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის, სპორტის სამინისტრო-ს და აგრეთვე კომპანიებს Gulf Georgia, Dani Construction/დანი ქონსთრაქშენის, ტოიოტა კავკასისა და Mogzauri/მოგზაურის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა მოწყობილიყო.