ქართველი ჩოგბურთელების სექტემბრის განრიგი
ქართველი ჩოგბურთელების სექტემბრის განრიგი
10.09.2019
ავტორი: დეივიდ კლინსმანი

დასრულდა ამერიკის ღია პირველობა და ATP და WTA განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-17, ხოლო მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს 156-ე ჩოგანი გახდა. ყველა დანარჩენი ჩოგბურთელის მიმდინარე რეიტინგი ATP , WTA და ITF საიტზე შეგიძლიათ იხილოთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 10 სექტემბერს ოსლოში ჩაფრინდა. 13-14 სექტემბერს დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩები გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები სანდრო მეტრეველის, გიორგი ცივაძის, საბა ფურცელაძის , ალექსანდრე ბაკშის და ნიკოლოზ დავლიანიძის შემადგენლობით ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.


სხვა ქართველი ჩოგბურთელები პარალელურად სხვადასხვა ტურნირებზე ასპარეზობენ . ოქსანა კალაშნიკოვა იაპონიაშია და Hana-cupid Japan Womens Open ზე ასპარეზობს. მისი მეწყვილე მონტენეგროს წარმომადგენელი Danka Kovnic ია . პირველი წრის პირველ მატჩს 11 სექტემბერს იაპონელური წყვილის Eri Hozumi და Makoti Ninomiya წინაღმდეგ გამართავენ.
სოფიკო შაფათავა ჩინეთშია და Nanchang ის საერთაშორისო ტურნირის წყვილთა ბადეში განუყრელ Emily Webley Smith ერთად ასპარეზობს. სოფიკომ და მისმა მეწყვილემ, პირველ წრეში, ამერიკული წყვილი Cako Jacqueline და Neel Ingrid დაამარცხა და მერვედფინალში გავიდნენ.


ზოზია ქარდავა ქაიროს საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა და წყვილთა თანრიგში იღებს მონაწილეობას . პირველ წრეში მან იტალიელი Camilla Diez დაამარცხა . წყვილთა თანრიგში კი რუს Irina Shchetinina ერთად პირველ მატჩს დღეს თამაშობს.