თვითდაჯერებული დანიელები ამბობენ, რომ საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდნენ
თვითდაჯერებული დანიელები ამბობენ, რომ საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდნენ
07.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თავდაჯერებულები, ამბიციურები, შესაძლოა ცოტა ზედმეტადაც - ასეთი ჩამოვიდა დანიის ნაკრები საქართველოში. თუმცა, თუ ევრო 2020-ის პირველ შეხვედრას გავითვალისწინებთ, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა, კოპენჰაგენში დიდი ანგარიშით 5-1 წააგო, სხვაგვარ დამოკიდებულებას ალბათ, არც უნდა დავლოდებოდით.

„მოხარული ვარ, რომ აქ დავბრუნდი, 15 წლის წინ ვითამაშე თბილისში და პირადად ჩემთვის ძალიან წარმატებული თამაში გამოდგა, რადგან ორი გოლი გავიტანე. ვიმედოვნებ, რომ ახლაც ასე იქნება და დანია კარგად ითამაშებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და გამარჯვება გვჭირდება", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე იონ დალ ტომასონმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, მთავარ მწვრთნელს, ოგე ჰარეიდეს ცვლის. დანიელთა თავკაცმა ოპერაცია გაიკეთა და გუნდს თბილისში ვერ ჩამოჰყვა.




დანიელებმა იციან, რომ თბილისში ადვილ თამაშს ნამდვილად არ ელოდებათ, რადგან საშინაო მატჩი არასდროს ჰგავს საგარეო შეხვედრასო, ამბობს ტომასონი და აქედან გამომდინარე თბილისში მასპინძლებისგან წინააღმდეგობას ელოდება.  „საქართველო სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს და ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს, გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების და აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით," - ამბობს დანიელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი და დასძენს, რომ რობერტ სკოვის დიდი იმედი აქვს, „რობერტ სკოვი ძალიან ჭკვიანი მოთამაშება და ბევრს შრომობს. მხოლოდ ორი თამაში აქვს ნაკრებში ჩატარებული, მაგრამ ბუნდესლიგაში გადავიდა, ძალიან კარგი მწვრთნელების ხელშია და ჩენ გვჯერა მისი პროგრესის".




ხვალინდელ მატჩამდე, საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ოთხჯერ არიან შეხვედრილები. ამ 4 თამაშიდან, 3 დანიელებს აქვთ მოგებული (2005 წავაგეთ 6-1, 2013 წელს 2-1, 2019-ში 5-1), ხოლო ერთი შეხვედრა, რომელიც ამ ნაკრებების დაპირისპირებების სადებიუტო თამაში 2004 წელს, ფერედ 2-2 დასრულდა.

დანიელები საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან, ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ არჩევენ. ამას, ალბათ უფრო იმიტომ აკეთებენ, რომ საკუთარი გუნდსა და ძალებში ზედმეტად თვითდაჯერებულები არიან.  იმედია, ხვალინდელ თამაშში, რომელიც „დინამო არენაზე" 20:00 დაიწყება, ამ სტერეოტიპის დამსხვრევას და საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელებს მატჩის შემდგომი ანგარიში შეამჩნევინებს.


A

 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები