„ფეიენოორდთან“ მაყურებლის გარეშე
„ფეიენოორდთან“ მაყურებლის გარეშე
13.08.2019
ავტორი: თ.ჯ.

სამწუხაროდ, უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის „ფეიენორდთან" მოახლოებული მატჩი წინ, „დინამო თბილისს" ამ ეტაპისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება გააცნო.

15 აგვისტოს, „დინამო თბილისისა" და „ფეიენოორდის" დაპირისპირება 38 წლის შემდეგ, „დინამო არენაზე" გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის.

ამ გუნდების პირველი შეხვედრის ანგარიშიდან გამომდინარე, რომელშიც „დინამო თბილისი" როტერდამში, 4-0 დამარცხდა, თბილისში, საპასუხო მატჩის დროს, გულშემატკივარი დამატებითი მოთამაშე იქნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე დინამოელებს მაყურებლის გარეშე მოუწევთ, როტერდამელებთან გამკლავება.

ამასობაში „დინამო თბილისი" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე აგრძელებს ვარჯიშს და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება.