ორი განსხვავებული ვარჯიში „ბეშიქთაშ" პარკში
ორი განსხვავებული ვარჯიში „ბეშიქთაშ" პარკში
13.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯერ „ჩელსიმ", შემდეგ კი „ლივერპულმა" დღეს, „ბეშიქთაშ ვადაფონ არენაზე" ერთი-მეორეს მიყოლებით ივარჯიშეს. ორი განსხვავებული ვარჯიში, ერთი აკადემიური და მეორე სიხალისით სავსე. ამ გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ, „ლივერპული", რომელსაც კარგი სტარტი ჰქონდა  საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატში, უფრო ამაღლებულ განწყობაზე იყო, ვიდრე „ჩელსი", რომელიც ბუნებრივია, იმავე გადმოსახედიდან და უშანსოდ დამარცხების შემდეგ,  არ არის სუსტი, თუმცა, ვარჯიშის დროს გუნდში განწყობა არ იმჩნეოდა.





იურგენ კლოპი - „ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი

ვიცი, რომ სტამბული განსაკუთრებული ქალაქია „ლივერპულისთვის" და მისი ქომაგებისთვის. არავის დაავიწყდება 2005 წელის, მაგრამ ჩვენ სხვა თაობა ვართ და ჩვენ ვართ 2019-2020 წლების გუნდი. თუმცა, ასევე ძალიან კარგი. სტამბული არის შესანიშნავი ქალაქი ფეხბურთისთვის . აქ ერთხელ მეც ვითამაშე დორტმუნდის „ბორუსიას" რიგებში და წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო სტადიონზე. აქ, „ლივერპულს" ბევრი ქომაგობს და ამ ქალაქს, ჩვენთვის ესეც განსაკუთრებულს ხდის. ჩვენ ახლა ვიწყებთ სეზონს და ვართ მონდომებულები. იმედი მაქვს, ამ ქალაქს ჩენი გუნდისთვის, განსაკუთრებულს გავხდით.





ფრენკ ლამპარდი, „ჩელსის" მთავარი მწვრთნელი

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მჯერა ჩემი მოთამაშეების და ვიცი, რომ აქ შემთხვევით არ ვართ. მშვენივრად ვიცი, რა შეუძლია „ლივერპულს" - ეს არის გუნდი, რომელმაც ლიგა დამსახურებულად მოიგო. გუნდს ჰყავს ფანტასტიკური მწვრთნელი და მშვენიერი მოთამაშეები. მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მოგება, თუ ჩვენს მაქსიმუმს გამოვავლენთ.  ისეთი კლუბისთვის, როგორიც „ჩელსია" მნიშვნელოვანია მთელი ძალების ჩადება თამაშში და ამ ტროფეის მოგება. ჩვენ გვესმის, ეს რამდენად მნიშვნელოვანია.


სპეციალურად სტამბულიდან