სტამბული სუპერთასისთვის მზადაა
სტამბული სუპერთასისთვის მზადაა
13.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სტამბული სუპერ თასისთვის ემზადება. ხვალ, ადგილობრივი დროით 20:00 ქალაქელების ქალაში პრემიერლიგის მატჩი, უეფა-ს ტურნირის შეფუთვით გაუმართება. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში ახლა ბაირამის დღესასწაულია და 16 მილიონიანი ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა ხუთშაბათის ჩათვლით ისვენებს, სტამბული დროებით ინგლისელი ფანების თავშესაფრად იქცა. დღეს დილიდან, ქალაქის ქუჩებში წითელი და ლურჯი შარფებით „შეიარაღებული" ხალხი კიდევ უფრო მომრავლდა.

უეფა-ს სუპერ თასის პრემიერლიგური დაპირისპირების „ლივერპულსა" და „ჩელსის" შორის, საყურებლად აქ ქართველი გულშემატკივრებიც ჩამოვიდნენ. ზოგო ავტობუსით და ზოგიც თვითმფრინავით, ქართველ ჟურნალისტებთან ერთად, რომლებიც უეფა-ს კეთილგანწყობის შემდეგ, საკმაოდ სოლიდურად ვართ წარმოდგენილები ამ ტურნირზე.

ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება „ბეშიქთაშის" „ვადაფონ არენაც".  დღეს აქ, ტრადიციული საორგანიზაციო მოსამზადებელი თათბირებისა და შეკრებების გარდა, პირველი პრესკონფერენცია უკვე გაიმართა. სუპერ თასზე აკრედიტებული მედიის წინაშე, პირველად მატჩის მომსახურე მსაჯების პრესკონფერენცია გაიმართა. სხვათა შორის, ბევრს ეს ფაქტი გაუკვირდა კიდეც. იმას გარდა, რომ სუპერ თასმა მედიის წინაშე მასჯები წარადგინა, რამდენიმე საათის მანძილზე, VAR-ის როლზეც ბევრი ისაუბრეს, რომელიც 'ლივერპული' - „ჩელსის" სტამბულური სუპერთასის დროს, ამ ტურნირზე იქნება გამოყენებული.

უეფა-ს სუპერ თასის მატჩზე, რომელშიც რამდენიმე დღეში, 14 აგვისტოს, სტამბულში, „ბეშიქთაშ არენაზე",  „ლივერპული" და „ჩელსი"  დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ფრანგი სტეფანი ფრაპარდი განსჯის.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „ბეშიქთაშ პარკში" გაიმართება. სუპერ თასის მასპინძელ ქალაქებს შორის თბილისიც იყო, 2015 წელს. უკვე ცნობილია, რომ 2020 წელს, სუპერ თასის შეხვედრა „ესტადიო დო დრაგაუზე" გაიმართება.


სპეციალურად სტამბულიდან