ფეიენოორდი გამარჯვებისთვის ემზადება
ფეიენოორდი გამარჯვებისთვის ემზადება
07.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ფეიენოორდის"  სტადიონის ამ საპრესკონფერენციო დარბაზში, უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩამდე, მასპინძელთა პრესკონფერენციამ უჩვენო, ქართველის ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა. „ფეიენოორდმა" ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენცია დღის 14:00 გამართა.


„ფეიენოორდის" ხვალინდელ  გეგმებზე, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მწირი მასალის გარდა, ჩვენი კოლეგები ჟურნალისტები, ჩატარებული პრესკონფერენციის შესახებ მაინც გაგვესაუბრნენ.


რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატეთ და ვფიქრობთ, რომ ევროტურნირისთვის გავძლიერდით. იდეალური ფორმისგან შორს ვართ, თუმცა გუნდში პოზიტიური განწყობაა და ფეხბურთელებიც მატჩისთვის მზად არიან. დინამო თბილისი კარგი გუნდია. მათ უკვე ორი ეტაპი გაიარეს. დინამო საკმაოდ ძლიერია. თბილისელები ინდივიდუალურად ბრწყინვალედ თამაშობენ. შესაბამისად, თითოეულ მოთამაშეს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ და თამაში გავაკონტროლოთ. ახლა ჩვენს კლუბში კარგი სიტუაცია არ არის, თუმცა ხელმძღვანელობისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ."


კენტ ვერმერი: "ვფიქრობ, რომ სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ახლა გამოსწორების შანსი გვაქვს. მეტოქეს კარგი ფეხბურთის ჩვენება შეუძლია. მთელი გუნდი მობილიზებული ვართ და შეგვიძლია გამარჯვებისთვის ბრძოლა."