„საბურთალომ“ თამაში დაუტრიალა
„საბურთალომ“ თამაში დაუტრიალა
06.08.2019
ავტორი: თ.ჯ.

თბილისის „საბურთალომ" უეფა-ს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდის პირველი მატჩი ერევანში, რესპუბლიკურ სტადიონზე ადგილობრივ „არარატ არმენიას" მინიმალური სხვაობით, 2-1 მოუგო.


შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თავი სომხური კლუბის რუსმა ლეგიონერმა - ანტონ კობიალკომ გამოიჩინა, რომელმაც თანაგუნდელის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და „არარატ არმენია" დააწინაურა. მეორეში საბურთალოელებმა მობილიზება შეძლეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოედანზე გუნდის ახალწვეული  ლევან ყენია შემოვიდა.


ყენიას „საბურთალოს" ფორმით დებიუტიდან, ზუსტად 1 წუთში, 72-ე წუთზე, ალთუნაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 76-ზე წუთზე, უკვე თავად ყენიამ, მის მიერვე წამოწყებული სოლო რეიდი, შესანიშნავი ინდივიდუალური გოლით დაასრულა.


საბოლოოდ, მატჩი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საპასუხო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 აგვისტოს გაიმართება