„დინამო თბილისი“ როტერდამში ჩარტერული რეისით ჩავიდა
„დინამო თბილისი“ როტერდამში ჩარტერული რეისით ჩავიდა
06.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის გასამართად „ფეიენოორდის" წინააღმდეგ, „დინამო თბილისი" 38 წლის შემდეგ, კვლავ როტერდამში ჩავიდა. როტერდამის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც მიგვანიშნა, რომ ეს არის როტერდამის „ფეიენოორდის" ოფიციალური აეროპორტი, ალბათ, ერთად-ერთ ადგილი იყო დღეს, სადაც ხუთშაბათს,  აქ გასამართი თამაშის შესახებ, დაგაფიქრებდათ ადამიანს. სხვა მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისიდან წასული დელეგაციისთვის დღეს, თავისუფალი დღე გვქონდა და შესაბამისად, "დე კუიპზე" ("ფეიენოორდის" არენა) მიდამოების დაზვერვაც მოვახერხეთ, უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შესახება ვერანაირ ინფორმაციას ვერ გადავაწყდით.



სამაგიეროდ, ვნახეთ, მართალია შორიდან მაგრამ თავად სტადიონი, რომელიც რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, როტერდამის თურქული და მუსულმანური დასახლების ერთგვარი გაგრძელება-ტეროტორიაა.  სტადიონი, სადაც რაც უფრო უახლოვდები, მიგანიშნებენ, რომ ეს არის „ფეიენოორდის" ზონა და საზღვრები არ უნდა გადაკვეთო. თუმცა, დიდი ეჭვი, მაქვს, რომ საზღვრებს გადაკვეთენ თუ არა, მაგრამ „დე კუიპის" მიდამოებში, ქართველი ფანები კვალს ყველა ვარიანტში დატოვებენ, თუნდაც ისე, როგორ ეს აქ ჩამოსულმა სხვადასხვა კლუბებმა მოახერხეს. ფანები, კი, იმ რაოდენობით არა, რაც გაბალაში, მაგრამ „დინამო თბილისს" როტერდამშიც ჩამოჰყვა.




ჩვენი ინფორმაციით, „ფეიენოორდი" - „დინამო თბილისის" თამაშის სანახავად, ჰოლანდიაში და მოსაზღვრე ევროპულ ქვეყნებში მაცხოვრებელი ქართველებიც აპირებენ. რამდენად მოახერხებს, ევროპაში მყოფი ქართული სათვისტომო, 8 აგვისტოს „დინამო თბილისის" გარშემო გაერთიანებას, ამას უშუალოდ, თამაშის დღე დაგვანახებს.  მანამდე კი, დღეს, დილით, „საქართველოს ავიახაზების" ჩარტერული რეისით, „დინამო თბილისი" როტერდამში ჩამოვიდა.




„დინამო თბილისის" ამ შემადგენლობას, 1981 წლის გუნდიდან, მხოლოდ ზაურ სვანაძე ახლავს, რომელიც ამჯერად, ქართული კლუბის სამწვრთნელო შტაბშია. თბილისიდან როტერდამში ჩამოფრენილ, ბორტზე იმყოფებოდა, 38 წლის მატჩის კიდევ ერთი მონაწილის დავით მუჯირის შვილი, სფფ-ს გენერალური მდივანი, უმცროსი დავით მუჯირი.




ჰოლანდიაში, სიდიდით მეორე ქალაქში,  „დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებიც ჩამოჰყვნენ, რომლებსაც ჰოლანდიურ საფეხბურთო სკოლებთან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ „დინამო აკადემიის" ტრადიციულ, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს, ამჯერად „ალკმაარისა" და „ვიტესის" შემდეგ, „ფეიენოორდის" საფეხბურთო სკოლის გუნდიც ეწვიოს. თუმცა, ეს სამომავლო გეგმებია. მანამდე კი, ქალაქი, სადაც ყველა გოჯზე საფეხბურთო კარი და მოედანია მოწყობილი (თანაბრად დამუშავებული მიწის ნაკვეთებისა და სარწყავი არხების პარალელურად), ფეხბურთზე თითქმის არავინ საუბრობს.




ამასობაში, მატჩისწინა პრესკონფერენციამდე, რომელიც ხვალ „დე კუიპზე" გაიმართება და მას ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების გარდა 20-მდე ქართველი ჟურნალისტი დავესწრებით, „დინამო თბილისმა", ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, მოკლე ვარჯიში  ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ თბილისელთა შორის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. როტერდამში, გუნდან ერთად იმყოფებიან, ნოდარ იაშვილი, რომელმაც „გაბალასთან" მატჩში ტრავმა მიიღო და ასევე მეჯუბი. რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებდა.




9 აგვისტოს ჩათვლით, დინამოელები,  სასტუმრო NHOW HOTELS დაბინავდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ხანმოკლე დასვენების შემდეგ,  ივარჯიშა კიდეც,  


და ბოლოს, უკვე ცნობილია, რომ „ფეიენოორდი", „დინამო თბილისის" შეხვედრას, უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 42 წლის სერჰი ბოიკო იქნება. მას ასისტენტობას ანდრი სკრიპკა და სემიონ შლონჩაკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ვიტალი რომანოვი არის.


8 აგვისტოს, „დე კუიპზე" „ფეიენოორდსა" და „დინამო თბილისის დაპირისპაირება 21:30 დაიწყება.


თბილისი-როტერდამი





 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები