რა ამბავი წაიღო თბილისიდან როი მაკაიმ
რა ამბავი წაიღო თბილისიდან როი მაკაიმ
05.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში დღეს, უეფას ევროპა ლიგის ფლეი-ოფის წყვილების წილისყრა გაიმართა. იმ შემთხვევაში, თუკი ქართული გუნდები მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ, „დინამო თბილისი", რომელიც განთესილი იყო,  Norrköping (SWE) or H. Beer-Sheva (ISR) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. „საბურთალო" კი, Dudelange (LUX) - Kalju (EST)ს შეხვდება. ქართული გუნდები, პირვე შეხვედრებს თბილისში გამართავენ.


თამაშები, 22 და 29 აგვისტოს გაიმართება.



მანამდე, კი უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაზე, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გადმოსული „საბურთალო" დღეს დილით, ერევანში გაემგზავრა, სადაც „არარატ-არმენიასთან" ორრაუნდიან დაპირისპირების პირველ მატჩს გამართვას. აღსანიშნავია, რომ ამ 2 მეზობელი ქვეყნის ტრადიციული დაპირისპირებებისგან განსხვავებით, მხედველობაში გვაქვს ერევნის „არარატისა" და „დინამო თბილისის" ურთიერთობები სსრკ-ს დროს, „არარატ არმენიასაც" და „საბურთალოსაც" მწირი ისტორიული წარსული აქვთ. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.  



„საბურთალო"  ერევანში, სასტუმრო DoubleTree by Hilton-ში დაბინავდა და დღესვე მოგვიანებით მატჩისწინა ვარჯიშსაც გამართავს. შეგახსენებთ, რომ თამაში ხვალ 6 აგვისტოს გაიმართება.



„დინამო თბილისი" კი, ხვალ დილით ჩარტერული რეისით როტერდამში გადაფრინდება, სადაც 38 წლის შემდეგ, 8 აგვისტოს, ადგილობრივ „ფეიენოორდს" დაუპირისპირდება. ბუნებრივია, ამ გუნდების დაპირისპირება კარგად ახსოვს ორივე ქვეყნის გულშემატკივარს. თუმცა, 28 წლის შემდეგ,  დღეს სულ სხვა „დინამო თბილისი" და „ფეიენოორდია".



სწორედ, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, გუშინ, მიხეილ მესხზე, ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრას დაესწრო ჰოლანდიური კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი როი მაკაი. ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთი სახე, რომელმაც თავისი კვალი დატოვა არა მხოლოდ ნიდერლანდებში, არამედ ევროპულ ფეხბურთშიც, „ლოკომოტივი"-„დინამო თბილისის" დაპირისპირებამდე, „დინამო არენის" მონახულებაც მოასწრო. ნიდერლანდელ სტუმარს, მეგზურობას „დინამო თბილისის" ახალი გენერალური დირექტორი ზაზა დოლიძე უწევდა.



შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივისა" და „დინამო თბილისისა" შეხვედრა, დინამოელთა გამარჯვებით 0-6 დასრულდა. მაშინ როცა, ჰოლანდიის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა „ფეიენოორდმა" ფრედ 2-2 ითამაშა „სპარტასთან". თუმცა, უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის წინ, საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატების თამაშების ანგარიშები „განულებულია" და 8 აგვისტოს, ამ გუნდების როტერდამული დაპირისპირებით,  „დე კუიპზე", ახალი გვერდი დაიწერება.

 

მასალაში გამოყენებულია UEFA.COM-ისა და თამარ ჯიშკარიანის ფოტოები