ქართველმა 17-წლამდე ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა
ქართველმა 17-წლამდე ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა
04.08.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეორე შეხვედრა საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოიგო. ჩვენა ხელბურთელებმა ერთბურთიანი სხვაობით 23-22 ფინეთის ნაკრები დაამარცხეს. ამ დღეს, ისევე, როგორც პირველ მატჩში ჩვენი გვერდის სიმპათია გუნდის მეკარემ ხატია ჯიქურაშვილმა მოპოვა. სწორედ, ამ ხელბურთელის დამსახურებაა, ჩვენი ნაკრების დღევანდელი წარმატება. თუმცა, ამ შეხვედრაში ქართველთაგან საუკეთესოდ ლიზა ჩხაიძე გამოარჩიეს.

 

„პირველი ტაიმი ძალიან მძიმე იყო. დასაწყისში ვაგებდით, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერით ჩვენმა გუნდმა გააუმჯობესა თამაში და გაიმარჯვა. ჩვენი მომავალი მიზანი იქნება ბრძოლა ყველას წინააღმდეგ და რაც შეიძლება უკეთესი ადგილის დაკავება ამ ტურნირზე" - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ ლიზა ჩხაიძე.


უნდა აღინიშნოს, უკაპიტნოდ დარჩენილი გუნდის მონდომება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს  17-წლამდე ქალთა ჩვენი გუნდის კაპიტანი, ნენო ჯგერენაია, ლიეტუვასთან მიღებული ტრავმის გამო ამ ტურნირზე ვეღარ ითამაშებს. ის, განაცხადში, ქეთევან ცინცაძემ შეცვალა, ხოლო კაპიტნისა და გამთამაშებლის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა 15 წლის თამარ ბურკაძემ.


მატჩი ფინეთის უპირატესობით დაიწყო, საწყის ეტაპზე ჩვენი ნაკრები 5-2 აგებდა. თუმცა ანა ჩხაიძეს მიერ გატანილი 2 გოლს, კიდევ ერთი მოჰყვა. 14 წლის ნინო საბაშვილმა ქართველები დააწინაურა და ჩვენმა გუნდმაც თითქმის მთელი თამაშის მანძილზე 2 ბურთიანიზე ნაკლებად მოახლოვება ფინელებს აღარ გააბედინა. საბოლოოდ შეხვედრა, ქართველი გოგონების გამარჯვებით დასრულდა.


ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში,  16:00  საათზე ლატვიას ეთამაშება.


დღის სხვა შეხვედრები ასე დამთავრდა:

ა ჯგუფი

სერბეთი - საბერძნეთი 24-13

ფარერის კუნძულები - ბილგარეთი  37-30

ბ ჯგუფი

ლიეტუვა - ლატვია 28-18

შეგახსენებთ რომ სპორტის სასახლეში თამაშებზე დასწრება თავისუფალია.


გოგიტა ბუხაიძის ფოტო