ქართველი კალათბურთელები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები არიან
ქართველი კალათბურთელები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები არიან
14.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდე ნაკრებმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი შვედეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად მოზრდილი ნაბიჯი გადადგა. 3 ტურის შემდეგ 3 მოგებით ჩვენი გუნდი C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. ამ ტურში,  ესტონეთის ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა და ამით, ქართველებს ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გასვლა გაუადვილა. ამ მომენტისთვის ჯგუფში, დაუმარცხებელი, მხოლოდ საქართველოს ნაკრებია, რომელსაც ბოლო 2 ჯგუფური ეტაპის შეხვედრის ჩატარება,  16 ივლისს ერთ-ერთ აუტსაიდერ კოსოვოსთან, ხოლო 17-ში ესტონეთთან დარჩა.


ასპარეზობის მესამე დღეს კი, ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებელი, გააზრებული და გეგმაზომიერი თამაშის წყალობით იმარჯვა. მართალია, ბოლო 2 წუთში შვედებმა ჩამორჩენა გვარიანად შეამცირეს და წარმატების მცირე შანსიც გაუჩნდათ, თუმცა მთლიანობაში თამაში ქართველებს მიჰყავდათ და მცირე გამონაკლისის გარდა, მთელი  მატჩის განმავლობაში სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ.


პერიოდების მიხედვით მატჩის მსვლელობა შემდეგნაირი იყო: 23-16/15-18/ 17-8/ 18-22


საქართველოს 20-წლამდე ნაკრებში საუკეთესო შედეგი რატი ანდრონიკაშვილმა დააფიქსირა. 10 ქულა, 5 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ლუკა მაზიაშვილმა მოაგროვა. ცოტნე ცარციძის ანგარიშზე 8 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. მოედნიდან 5 პერსონალურის გამო ნაადრევად გასულმა ზურაბ ჟღენტმა 9 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.


მატჩის სტატისტიკა

ხვალ, 15 ივლისს დასვენებაა. საქართველო 16-ში კოსოვოს შეხვდება, რომელმაც დღეს სომხეთი გაანადგურა და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას ფაქტობრივად გაინაღდებს. ბოლო ტურში, 17 ივლისს, ჩვენი გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გადის.


ჩვენი ჯგუფიდან გასულები მეოთხედფინალში იმ გუნდებს შეუწყვილდებიან, სადაც დღეისათვის, ლიდერები ბელგია, სლოვაკეთი და პორტუგალია არიან.