საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი გაანადგურა
საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი გაანადგურა
14.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გუნდის მეტოქე, ამჯერად ჯგუფის აუტსაიდერი სომხეთი იყო, რომელიც პირველ ტურში შვედეთთან 26-149 განადგურდა. შესაბამისად, ნათელი იყო, რომ ჩვენს ნაკრებსაც, მარტივი ბრძოლა ელოდა. საბოლოოდ,  ქართველებმა, სომხებს 52 ქულით, 98-46 მოუგეს.


ბუნებრივია, ქართველთა სამწვრთნელო შტაბმა (რომელშიც გლიგორიევიჩთან ერთად ჯაბა ბაქრაძე და ირაკლი ძიძიგური შედიან), სომხებთან მატჩში, თორმეტივე კალათბურთელს მისცეს (დროის თანაბარი დრო) თამაშის საშუალება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრთაგან 11-ის სათამაშო დრო 10-დან 20 წუთის ფარგლებში მერყეობდა - მხოლოდ დავით კაკუშაძემ ითამაშა 21:43 წუთი. სომხებთან შეხვედრის დროს, ჩვენმა გუნდმა ძირითადად ტაქტიკა და კომბინაციები დაამუშავა, რომელიც შვედებთან უმნიშვნელოვანეს მატჩში ძალზედ გამოადგებათ.


სომხებთან მატჩში, საქართველოს ნაკრებიდან ქილების დაგროვება ყველა კალათბურთელმა მოახერხა. შედეგიანობით საუკეთესო ბერდია ქავთარაძე გახდა, რომელმაც 14:41 წუთში 7 ქულა, 7 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა და სარგებლიანობის უმაღლესი ინდექსი (19) დააფიქსირა. ლუკა მაზიაშვილმა (18 ინდექსი) 11 ქულა, 5 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა 14 ქულა მოაგროვა, ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე კი, 12 ქულა და 4 მოხსნა დაგროვდა.


მატჩის სტატისტიკა




მეორე ტურში გაიმართა ჯგუფიდან გასვლის კანდიდატების - ესტონეთისა და შვედეთის მატჩი, რომელიც ესტონელთა გამარჯვებით,  59-56 დასრულდა. მესამე შეხვედრაში ჰოლანდიამ კოსოვო 88-40 გაანადგურა. 2 ტურის შემდეგ, ჯგუფს საქართველო და ესტონეთი 4-4 ქულით ლიდერობენ, თუმცა, უკეთესი მაჩვენებლით 1 ადგილზე საქართველოს ნაკრებია. შესაბამისად, თუკი ქართველები შვედეთთან და კოსოვოსთან გაიმარჯვებენ, ჯგუფიდან ბოლო ტურის მიუხედავადაც გავლენ. ბოლო ტურში, კი ესტონეთთან ჯგუფში, პირველი ადგილის მფლობელს გაარკვევენ.


შვედებთან შეხვედრას, ჩვენი კალათბურთელები დღეს, 14 ივლისს ჩაატარებენ.


შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. მისი პირდაპირ ეთერში ყურება შეგეძლებათ წარმოდგენილ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=eQeDAQqz4JM