ქალათა საფეხბურთო ლიგის დასრულებამდე 5 ტური რჩება
ქალათა საფეხბურთო ლიგის დასრულებამდე 5 ტური რჩება
13.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა საფეხბურთო ლიგის დასრულებამდე 5 ტური რჩება. თუმცა, მანამდე, 2 ტურის შემდეგ, ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდება, რომელიც 8 სექტემბრიდან განახლდება. ამ შესვენების დროს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფში იასპარეზებს. ეს 'ნიკესთვის", რომელიც ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატს ქულების მაქსიმუმით ლიდერობს, პირველი საერთაშორისო ტურნირი იქნება. თამაშები 7-13 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.


უკვე ამ ჯგუფური ტურნირის შემდეგ, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის თამაშებისთვის მზადებას დაიწყებს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, პირველი შეხვედრები ელით, ჯერ ბოსნია და ჰერცოგოვინაში, შემდეგ, კი თბილისში, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალი ითამაშა.




ასე, რომ ქალთა ლიგაზე, დიდი შესვენების მიუხედავად, ქართველ ფეხბურთელ ქალებს დასვენებისთვის ნაკლებად ეცლებათ. თუმცა, ამ დასვენებამდე, დღეს, ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშების მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა.   


გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, თბილისის "ნიკემ",  ბათუმში, "ანგისას ბაზაზე" ბათუმის "დინამოსთან" მორიგი 3 ქულა ჩაიწერა. თბილისელებმა 6 უპასუხო გოლი გაიტანეს და ანგარიშით 1-6 გაიმარჯვეს. ახლა, 39 ქულით, სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერია.  


„ნიკეს" 3 ქულით ჩამორჩება „ლანჩხუთი", რომელმაც დღეს ასევე 6 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, საკუთარი კარის მშრალად შენახვა ვერ შესძლო. გურულებმა, გასვლაზე ხობის „კოლხეთი" დაამარცხეს 1-6.  




მიუხედავად იმისა, რომ მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „ნორჩ დინამოსა" და ქუთაისის „მართვეს" შორის, ბევრი დაძაბულ ბრძოლას და ალბათ, უფრო აქტიურ „მართვეს" მოელოდა, ეს ბრძოლა მხოლოდ ფრაგმენტულად და ისიც, პირველ ტაიმში შედგა. „ნორჩებმა", მარტივად მოახერხეს ბურთის „გაგორებაც" და 4 უპასუხო გოლის გატანაც. თბილისელთა შორის, განსაკუთრებით თამარ ეპიტაშვილს გამოვარჩევდით, რომელიც სუპერ აქტიური იყო ფლანზე. ამასთან, იტალიიდან ქართულ ჩემპიონატში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა ორი გოლის გატანაც მოახერხა. „ნორჩმა დინამომ" ანგარიშით 4-0 მოიგო და სატურნირო ცხრილში, მესამე ადგილზე მყოფ „მართვესთან" სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა.


მინიმალური ანგარიშით 2-1 დაამარცხა ჩხოროწყუში „სამეგრელომ", გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა", რომელსაც 13 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვს. „სამეგრელო", რომელმაც გათამაშება მაჟორულ ნოტაზე დაიწყო, ახლა იძულებულია სასტარტო შემადგენლობაში 11 კაცის შეგროვება და გათამაშების აუტსაიდერთან, მინიმალური ანგარიშით მოგებაც  კი, უხაროდეს.


საკმაოდ საინტერესო გამოდგა, ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც ხაშურში გაიმართა. „ცხრა მუხას" სტადიონზე, სტუმრად ჩასულმა „გორი იუნაიტედმა" მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დაწყებიდან 16 წუთის შემდეგ 2-0 აგებდნენ. თამაშის სათავისოდ შემობრუნება შესძლო. თუმცა, თამაშამდე ტაიმი შემოაბრუნა და 2-3 მოიგო. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი გორელთა გუნდის, ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა ეთერ სულაშვილმა მოახერხა. სხვათა შორის, მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ ამ შეხვედრაში, სულაშვილმა 6 გოლის გატანა მოახერხა.  ხაშურის „ივერიას" ძლევა კი გორელებმა 5-7 მოახერხეს.


როგორც ხედავთ, ქალთა ლიგის გათამაშების მე-13 ტური, ყველაზე ბარაქიანი ეთერ სულაშვილისთვის გამოდგა. ამ ტურის შემდეგ, ეთერ სულაშვილს 19 გატანილი გოლი აქვს.  ბომბარდირთა დავას 24 გოლით, "ლანჩხუთის" მოთამაშე თამრიკო სალუქვაძე ლიდერობს, რომელმაც დღევანდელ ტურში ერთი გოლის გატანა მოახერხა. 2 გოლი გაიტანა ბათუმში ნინო პასიკაშვილმა, რომელსაც ახლა 23 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში მე-2 საფეხურზეა.


აქვე გეტყვით, რომ ქალთა ლიგის 2019 წლის სეზონის მომდევნო, მე-14 ტური, 19 ივლისს გაიმართება.