ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
ბაკურიანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება
12.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

მთის კურორტების განვითარების კომპანია  და საქართველოს სათხილამურო ფედერაცია „ბაკურიანი 2023"-ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

9-დან 11 ივლისს ჩათვლით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ხელშეწყობით, ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა და მომავალი თამაშებისთვის წინა მოსამზადებელი სამუშაოების  მიმდინარეობას გაეცნო. კერძოდ ექსპერტები გაეცნენ და დახვეწეს „ბაკურიანი 2023"-ის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის გეგმა, რომელიც სხვა ღონისძ იებებთან ერთად, სხვადასხვა სახის სატესტო ღონისძიებებს, ასევე, უშუალოდ თამაშებში ჩართული სხვადსხვა სეგმენტისთვის გათვალისწინებულ სემინარებს ითვალისწინებს.

10 ივლისს, ბაკურიანი მოინახულეს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგიმ და ევროპელმა ექსპერტებმა  ჰელო ჰასი და მარტინ ფიალა, რომლებმაც ქართული სამთო კურორტის ტრასები შეამოწმეს.

პარალელურად, 10-11 ივლისს, თბილისში სასტუმრო ,,რედისონში" სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უცხოელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს, ქართულმა მხარემ კი, მიმდინარე სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

მომავალ 2020 წლის თებერვალში, თბილისში, მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარება არის დაგეგმილი არეალსა და ბიგ აირში, მარტში კი, გუდაური ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს.



ფოტო: მთის კურორტების განვითარების კომპანია