„ჩიხურა“ ლუქსემბურგშია
„ჩიხურა“ ლუქსემბურგშია
10.07.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 11 ივლისს,  საფეხბურთო კლუბი საჩხერის „ჩიხურა" უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს. აღნიშნული მატჩის გასამართად, სოსო ფრუიძის შეგირდები დღეს, გამთენიისას ლუქსემბურგში ჩარტერული გაემგზავრა და სასტუმრო „ჰილტონში" დაბინავდა. მოგვიანებით კი  საჩხერელებმა, მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს.  


საფეხბურთო კლუბი „ჩიხურა" ლუქსემბურგში შემდეგი შემადგენლობით გაემართა:

 

მეკარეები: ზურაბ მწყერაშვილი, დინო ჰამზიჩი


მცველები: ირაკლი კამლაძე, ოლეგ მამასახლისი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია.


ნახევარმცველები: რეზი ჩიტეიშვილი, თემო მარკოზაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ბესო დეკანოიძე, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე.


თავდამსხმელები: მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ფანცულაია, რატი არდაზიშვილი


„ჩიხურას" ფოტო