10 მედალი მეორე საასპარეზო დღეს
10 მედალი მეორე საასპარეზო დღეს
22.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეორე ევროპული თამაშების მეორე საასპარეზო დღეს, 22 ივნისს, შეჯიბრში ძიუდოისტები, სამბისტები, მოკრივეები და ტყვიის მსროლელები, აგრეთვე  მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა ჩაებნენ.


ამ დღეს, წარმატებით  იასპარეზეს ქართველმა სამბისტებმა. მათ ექვსი მედალი მოიპოვეს, რომელთა შორს, ორი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთიც ბრინჯაოსი არის.


მეორე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ელენე ქებაძემ. ასევე, ვერცხლის მედალოსანია ნინო ოძელაშვილი, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ოქრო მსაჯების უცნაური გადაწყვეტილების გამო დათმო და ამასთან ერთად ხელიც დაიზიანა.


მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორია 68 კგ წონით კატეგორიაში მინდია ლულუაშვილი. ბრინჯაოს პრიზიორია ბექა ბერულავა (82კგ) გახდა.


დღევანდელ დღეს, ქართველთა ყულაბაში 2 ოქროს მედალი ჩადეს 57 კგ წონით კატეგორიაში ვახტანგ ჩიდრაშვილმა და 100 კგ-ში დავით ლორიაშვილმა.


საქართველოს ნაკრებს კი, ბელარუსში პირველი პირველი მედალი მეორე ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ)  მოუტანა. მის ანგარიშზე ბრინჯაოა.  ბრინჯაოს მედლები აიღეს ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილიმაც.


საქართველოს დელეგაციას თამაშებზე პირველი ოქროს მედალი,  60 კგ წონითი კატეგორიის მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა.


სამწუხაროდ, საუკეთესო ექვსეულს მიღმა დარჩა სალომე ფაჟავა. ქართველმა ტანმოვარჯიშემ, რომელმაც მრავალჭიდში იასპარეზა, თორმეტ სპორტსმენს შორის ვერც ერთ დისციპლინაში შესძლო საუკეთესო ექვს მონაწილეს შორის მოხვედრა  მრავალჭიდში დაგროვებული 71.950 ქულით მეათე ადგილზე გავიდა.