უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა
22.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნიკე", რომელიც ქვეყნის 2019 წლის ჩემპიონატს 10 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობს, 7-13 აგვისტოს ჩათვლით, სლოვენიაში უეფა-ს ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი გოგონები სლოვენიურ „პომურიე ბელტინჩს", შოტლანდიურ „ჰიბერნიან ლეიდიზსა" და უელსის „კარდიფ მეტ"-ს დაუპირისპირება.


უეფა-ს განცხადებით, 2019-2020 წლების ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი უეფა-ს წევრი ქვეყნების რეკორდულმა რაოდენობამ, 50 ქვეყნის 62 გუნდმა გამოთქვა. მამაკაცთა შორის უეფა-ს საკლუბო ტურნირებისგან განსხვავებით, ქალთა ჩემპიონთა ლიგა ძირითად ბადემდე ჯგუფურ საკვალიფიკაციო ეტაპს ატარებს. შეგახსენებთ, რომ ორი წელი აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ორგზის ჩემპიონმა „მართვემ" ითამაშა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.


ამჯერად, აღნიშნულ საკვალიფიკაციო ეტაპს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „ნიკე" ითამაშებს. ეს ქალთა საფეხბურთო კლუბი არსებობის მეორე წელს ითვლის და ამ მცირე დროში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, მიმდინარე, ქალთა ლიგის მე-4 გათამაშებასაც წაუგებლად ლიდერობს.


TSFF.GE- მ ნიონში ჩატარებული წილისყრის შედეგები გუნდის მოთამაშე-მწვრთნელს ნინო პასიკაშვილს შეაფასებინა:

 

"ჩემპიონთა ლიგის" მნიშვნელობა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს გასაგები ვინც ფეხბურთში ერკვევა. ეს არის ის საფეხური, რისთვისაც თითოეულო ფეხბურთელი უნდა ოცნებობდეს, იბრძოდეს და ენერგიას არ ზოგავდეს ქვეყნის ჩემპიონატის შემდეგ.

 

მნიშვნელოვანი მოვლებაა "ნიკესათვის" რადგან კლუბი ერთი წლის არის და ევრო ასპარეზზე კარგი ისტორიით გვინდა დაწყება. შიდა ჩემპიონატში წაუგებელი სერიით ვასპარეზობთ და „უეფაზეც" თამაშების, კარგი შედეგით დასრულება გვსურს.  რთული იქნება მაგრამ ძალას არ დავიშურებთ.

 

შოტლანდიური გუნდი მეორე ადგილოსანია. რა თქმა უნდა „გლაზგოს" ეს ჯობდა, თუმცა, არც მათთან იქნება მარტივი თამაში, რადგან მოგეხსენებათ, ბრიტანული გუნდები ბოლო წლებში დიდ სიტყვას ამბობენ საფეხბურთო სამყაროში და ახლაც, მსოფლიო ჩემპიონატზე, შოტლანდია ძალიან კარგად ასპარეზობს. სლოვენიური კლუბიც ძალიან კარგია და უელსიც, თუმცა მათთან კონკურენციის გაწევას ვფიქრობთ. თუ ყველაფერი კარგად იქნება და საკუთარ თავს და ჩვენს პოტენციალს ვირწმუნებთ, ყველაფერი კარგად დასრულდება. მათთან მინიმუმ გოლის გატანა  და ქულის აღება, შედეგი იქნება.

 

სწორედ ამაზე ვოცნებობდით კლუბის შექმნის დღიდანვე და ვფიქრობ, ყველა იმ ფეხბურთელს გაუმართლა ვინც ახლა იმყოფება და იყო  "ნიკეში". წარმატებებს ვუსურვებ მათ ამ დებიუტშიც და მომავალშიც, რადგან საკუთარი ქვეყნის სახელით ევროტურნირზე მონაწილეობა პატარა მიღწევა არაა. ვიმედოვნებ, რომ აგვისტოში, ყველა გვიგულშემატკივრებს."