ჩაკვეზე, კვარასა და ხარაბაზე - ლაშა თოთაძე საუბრობს
ჩაკვეზე, კვარასა და ხარაბაზე - ლაშა თოთაძე საუბრობს
10.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლაშა თოთაძე, თბილისში "დინამოს თბილისის" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს.  ირანული "ნასაჯის" ყოფილ დინამოელთან, ჩვენმა გვერდმა TSFF.GE-მ ინტერვიუ საქართველო-გიბრალტარის თამაშის  მომდევნო დღეს ჩაწერა. ვიდრე ინტერვიუს სრულად შემოგთავაზებთ, ბუნებრივია ლაშას, განვლილი სანაკრებო მატჩი და "დინამო არენის" ტრიბუნიდან დანახული, იქ მყოფი ყოფილი თანაგუნდელები შევაფასებინეთ:


როგორ მოგეწონა ეროვნული ნაკრების თამაში?

სასიამოვნოა, როდესაც ეროვნული ნაკრები კარგ შედეგს აღწევს. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი დონის გუნდს ხვდები. თანაც, როდესაც ჩვენი ნაკრების შემადგენლობა გადახალისებული იყო. ძალიან გამიხარდა, ამ მატჩში „კვარამ" და „ხარაბამ" მიიღეს მონაწილეობა, თან სასტარტო შემადგენლობაში, იმიტო, რომ ეს ბიჭები ჩვენი გაზრდილები არიან „დინამოს აკადემიის". „დინამო თბილისში" ყოფნის დროს, მათთან სხვა ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ასევე, შემიძლია ვთქვა კაკაბაძესთან მიმართებაში, „კიტესთან"... ზოგადად, ნაკრების თამაშში მონახაზი იგრძნობოდა. პირველ რიგში, კმაყოფილი ვარ შედეგით. მეტოქე ვერ მოგვცემს იმის თქმის უფლებას, რომ მინუსები და მათზე სამუშაო არ გვაქვს, მაგრამ არის ნაკრებში ის ბირთვი, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. კონკრეტულად, ვიასპარეზოთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაზე.


ახსენე „კვარა" და „ხარაბა", შენ ისინი ძალიან პატარა ასაკიდან უნდა გახსოვდეს. იგივე „ჩაკვე"... დღევანდელი გადმოსახედიდან, რა სხვაობას ხედავ, იმ და ამ „კვარას", „ხარებას", „ჩაკვეს" შორის?

 

„ჩაკვეს" შეფასებისგან თავს შევიკავებ. ის „არანორმალური" ფეხბურთელია და „არანორმალური მოვლენაა" ქართულ ფეხბურთში. ასეთი ფეხბურთელი, ჩვენთვის ძალიან ფუფუნებაა, ზოგადად. უნდა გავუფრთხილდეთ თვალისჩინივით. არ შეიძლება მისი ზედმეტი ქება ან კრიტიკა. თუმცა, კი მას ჯერ კრიტიკა არ ჰქონია, მაგრამ ზედმეტი ყურადღებაც, შეიძლება საზიანო იყოს. ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა გავაკეთოდ .  ქართველებს ძალიან გვიყვარს ძალიან სიყვარულიც და მერე სიძულვილიც. ჩაკვეტაძე უნდა იყოს რაც შეიძლება თავისთვის და თავისუფლად.
კვარაცხელიას და ხარაბაძის პირველი ვარჯიშები მახსოვს. „კვარას" თამაშებს რუსეთს ჩემპიონატზე ვუყურებ ხოლმე. საერთოდ ვაკვირდები იმ ჩემპიონატს, რადგან იქ ბევრი ჩვენიანია.  სამწუხაროდ ლევანის თამაშები, მხოლოდ და მხოლოდ უეფას ტურნირის დროს ვნახე. „ხარაბა" იმ სტილის თამაშს აგრძელებს, როგორსაც „დინამო თბილისში" თამაშობდა. არა აქვს, მნიშვნელობა „დინამოში" იყო, ნაკრებში არის, თუ შვეიცარიაში, იგრძნობა, რომ ის, მოედანზე ძალიან თავისუფალია. „კვარას" შემთხვევაში, დავინახე დიდი პროგრესი. თუნდაც ის, რომ დაცვით ფუნქციებში გუნდს კარგად ეხმარება. მუშაობს. რუსეთში, ისეთ გუნდში და ისეთ მწვრთნელთან (სიომინთან) არის, რომ ზუსტად ამ მომენტების დახვეწაში მიეხმარნენ. ეს გუშინაც იგრძნობოდა, სტადიონზე, ნაკრების თამაშის დროს. შავ სამუშაოს არ თაკილობს და გუნდს ამაში ეხმარება.


ვრცელი სტატია, ოდნავ მოგვიანებით