გოგა ბითაძე თურქიშ ეარლაინსის 2018-2019 წლის ევროლიგის სეზონის ამომავალი ვარსკვლავია
გოგა ბითაძე თურქიშ ეარლაინსის 2018-2019 წლის ევროლიგის სეზონის ამომავალი ვარსკვლავია
19.05.2019
ავტორი:

ქართული კალათბურთს ამომავალ ვარსკვლავს გოგა ბითაძეს დღეს, ევროლიგის სეზონის შემაჯამებელ საღამოზე კიდევ ერთი ვარსკვლავური ჯილდო, ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის პრიზი გადასცეს. ახალაგაზრდა ქართველ ცენტრს, აღნიშნული ჯილდო, ევროლიგის ლეგენდამ დუშან ივკოვიჩმა გადასცა.

 „პირველ რიგში მადლობას გიხდით ამ ჯილდოსთვის. ახალგაზრდებს შემიძლია, მხოლოდ ის ვუთხრა, რომ ყვლაფერი შესაძლებელია. მე ვერც კი წარმომედგინა, რომ ვითამაშებდი ევროლიგაში და ახლა, ეს ჯილდო მიჭირავს. ეს ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის. ყველაფერი შესაძლებელია. გოგას ვურჩევდი დარჩეს გოგა, იყოს ფოკუსირებული მოედანზე, თამაშზე, მის გასაკეთებელ საქმეზე", - ამბობს გოგა ბითაძე, მას შემდეგ რაც მის მოავალ და გრძელ კარიერაში, გოგამ ალბათ სხვა უკვე არსებულ ჯილდოებს შორის, პირველი წონადი ჯილდო ჩაიბარა ივკოვიჩისგან და დაჯილდოების საღამოს წამყვანებს გამოესაუბრა.




19 წლის ქართველის,  ჯილდოების ჩამონათვალი დღევანდელი საღამოს შემდეგ, ასე გამოიყურება:

EuroLeague Rising Star (2019)

Montenegrin Cup winner (2019)

Adriatic League MVP (2019)

All-Adriatic League Team (2019)

Adriatic League Top Prospect (2019)

Junior Adriatic League champion (2018)

Junior Adriatic League MVP (2018)

All-Junior Adriatic League team (2018)

ABA League blocks leader (2019)

თურქიშ ეარლაინსის  2018-2019 წლის ევროლიგის სეზონის MVP მოთამაშე კი, სტამბულის „ფენერბახჩეს" ჩეხი კალათბურთელი იან ვესელი გახდა.