„დინამო თბილისი“ და „ემპოლი“ ფინალში ითამაშებენ
„დინამო თბილისი“ და „ემპოლი“ ფინალში ითამაშებენ
20.04.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დრამატული და დაძაბული გამოდგა სფფ-ს აკადემიისა და იტალიური ემპოლის ½ ფინალური დაპირისპირება. მატჩის ბედი 11-მეტრიანმა დარტყმებმა გადაწყვიტეს. შედეგად ქართული ფინალი არ შედგა, „დინამო თბილისი" ფინალშია, სფფ-ს აკადემია მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

პირველ ნახევარფინალში მე-11 წუთზე ანგარიში სფფ-ს აკადემიელებმა გახსნეს. გოლი ომარ მამაგეიშვილმა გაიტანა. აკადემიელებმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა. თუმცა, მეორე ტაიმში ეს უპირატესობა დაკარგეს და ქართველთა გუნდის მეკარეს, რამდენჯერმე თავის გამოჩენა მოუხდა. საერთი ჯამში, სფფ-ს აკადემიას, ფინალამდე 16 წუთი დააკლდა. იტალიელებმა 54-ე წუთზე ანგარიში გაქვითეს, 1-1. ტომაზო კაპელის გოლის შემდეგ „ემპოლიმ" მოახერხა და თამაში საფეხბურთო ლატარეამდე მიიყვანა. შეხვედრის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. პენალტების სერიისთვის კი, იტალიელები უფრო მომზადებულები აღმოჩნდნენ და 3-5 იმარჯვეს.




ვიტალი დარასელიას თასის ფინალში „ემპოლი", „დინამო თბილისს" დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ მეორე ½ ფინალში „ფეიენოორდი" დიდი ანგარიშით 5-1 დაამარცხა. დინამოელებმა ანგარიში მე-15 წუთზე კუთხურის შემდეგ გახსნეს. „ფეიენოორდის" კარში გოლი საბა გეგიაძემ გაიტანა, 1-0. მეორე გოლი კი, გიგა აბუაშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს, 2-0. ამ ანგარიშით გუნდები შესვენებაზე გავიდნენ. მეორე ტაიმი ჰოლოანდიელებმა ოდნავ აქტიურად დაიწყეს. „დინამო თბილისი" კი, დროის ამ მონაკვეთში ისე იქცეოდა, თითქოს, „საქმე გაკეთებული" ჰქონდა. შედეგმაც არ დააყოვნა და მე-40 წუთზე ილიას მესუიმ ანგარიში 1 ბურთით შეამცირა 2-1. თუმცა, ეს იყო ბოლო, რაც ამ დღეს „ფეიენოორდმა" გააკეთა, „დინამო თბილისისთვის" კი, ნიშანი, რომ ბოლომდე ბრძოლა იყო საჭირო. 50-ე წუთზე ლუკა გაგნიძემ საჯარიმოდან ლამაზი გოლი გაიტანა 3-1. კიდევ 9 წუთში, ჯადული იობაშვილმა ტურნირზე თავისი მორიგი გოლით კიდევ ერთი ბურთით დააწინაურა „დინამო თბილისი", 4-1. ბოლო გოლი, მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გავიდა. ის, ლევან კობახიძის ანგარიშზეა, 5-1.




„დინამოს აკადემიაში" 20 აპრილს, კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა, მცირე ½ ფინალებში, რომლებში გამარჯვებულები და  დამარცხებულებიც ტურნირის დასკვნით დღეს 5-6 და 7-8 ადგილების ვინაობა გაირკვევა „დინამო კიევმა" 3-0 „ციურიხი" დაამარცხა, „ვულვეფჰემფთონმა" კი „ბრაგას" 3-1 სძლია.




ხვალ, 21 აპრილს „დინამო აკადემიაში" თამაშები დილის 10 საათიდან დაიწყება

10:00 „ციურიხი" - „ბრაგა"

12:00  „ვულვერჰემფთონი" - „დინამო კიევი"

14:00 სფფ-ს აკადემია - „ფეიენოორდი"

17:00 „დინამო თბილისი" - „ემპოლი"

ტურნირის დებულების თანახმად თამაშებში ტაიმების ხანგრძლოვობა 35 წუთი. მხოლოდ ფინალური შეხვედრისას გუნდები 40 წუთს ითამაშებენ. მატჩის ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემთხვევაში ინიშნება 11-მეტრიანი დარტყმები.