მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე
მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე
18.09.2018
ავტორი:

საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამო ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრას საბერძნეთის „არისის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20 სექტემერს, 19:00 თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ბერძნულ გუნდს, სალონიკიდან 25-კაციანი ქომაგთა გუნდიც მოჰყვება საქომაგოდ.

თბილისის „დინამომ" კი სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ირაკლი ხოშტარიას გუნდი, ფიბა-ს 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონისთვის ემზადება. დინამოელები პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრას 20 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ბერძნული სალონიკის „არისის" წინააღმდეგ გამართავენ.

მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში https://goo.gl/3M5B6P

საქართველოს მოქმედ ჩემპიონში ძველი შემადგენლობიდან, მხოლოდ ლევან გრძელიძე და მიხეილ ბერიშვილი დარჩნენ. მათ შორის ბერიშვილი თბილისის „დინამოს", მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს დაეხმარება.

2018-19 წლების სეზონზე თბილისის „დინამოს" დაემატნენ მერაბ ბოქოლიშვილი და მიხეილ ჭოჭუა „ოლიმპიდან", მერაბი მირზიაშვილი „არენადან".  ვოვა თავაქარაშვილი და გიორგი ბიგანაშვილი კი „დინამოს" სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით თბილისის „დინამოს" სკოლის რიგებიდან დაიმატეს.

სექტემბრის დასაწყისში  დინამოელებმა 4 ამერილელი ლეგიონერი რეჯერ დოუელი, ჯორდან ტედი სვოპშირი, ჯალენ ერლ მაკ გაუგი, ლამონტ ანტუან მაკი დაიმატეს. სულ ბოლოს კი ხორვატი დომაგოჟ ბუბალო შეუერთდა გუნდს.

დინამოელებმა პირველი სრულფასოვანი ვარჯიში, გუშინ, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართეს. თამაშამდე ქართული გუნდი, რამდენიმე ვარჯიშს სპორტის სასახლეშიც გამართავს.

საპასუხო შეხვედრას დინამოელები 22 სექტემებრს, უკვე სალონიკში გამართავენ. იმ შემთხვევაში, თუ ქართული კლუბუ ბერძნული ბარიერის დაძელვას მოახერხებს, მომდევნო მეტოქე „პორტო" -„ნიჟნი ნოვგოროდს" შორის წყვილში გამარჯვებული იქნება.

20 სექტემბრის მატჩის ტრანსლიაცია სილქ უნივერსალით  არის დაგეგმლი.