მეორე საკვალიფიკაციო ქართველებმა გამარჯვებით დაიწყეს
მეორე საკვალიფიკაციო ქართველებმა გამარჯვებით დაიწყეს
13.09.2018
ავტორი:

მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 12 ქულით მოიგო 37-49 და 11 ზუსტი 3-ქულიანი ჩააგდო, მე-3 მეოთხედში ეს უპირატესობა გაანიავა. ძირითადად, მეტოქის გაუვალი დაცვის და აგრესიული შეტევის წყალობით და ჩვენი გუნდის შეცდომებით. ფაქტია, რომ  3:31 წამით ადრე, მე-3 მეოთხედის დასრულებამდე, მსოფლიოს 2019 წლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო, გასვლით მატჩში, ისრაელის ნაკრებმა დაწინაურებაც კი მოახერხა ანგარიშში და საბოლოოდ ეს მეოთხედი 31-16-იც მოიგო.

თუმცა, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა, ალბათ უფრო გუნდის ლიდერის თორნიკე შენგელიასა და ახალგაზრდა გოგოა ბითაძის ინდივიდუალიზმის წყალობით, თელ ავივში, ისრაელის ნაკრები 5 ქულით, 80-85 დაამარცხა.



გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი, ისრაელის ნაკრების კარნახით, თუმცა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. შეხვედრის ძირითადი დროის კულმინაცია, მატჩის დამთავრებამდე 1:12 წამით ადრე დადგა. სწორედ ამ დროს თორნიკე შენგელიამ და გოგა ბითაძემ, საქართველოს ნაკრებს, მეტად საჭირო ქულები მოუტანეს. ამ მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა, სწორედ თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა. ხოლო ახალგარზდა გოგა ბითაძე, ყველაზე შედეგიან მოთამაშედ დაასახელეს (+21). 

იხილეთ მატჩის ოფიციალური სტატისტიკა




ილიას ზუროსის გუნდში, სადებიუტო მატჩი ჩაატარა ნატურალიზებულმა ამერიკელმა მეტ ჯენინგმა. მან მოედანზე 36:04 წუთი დაჰყო, გუნდს 15 ქულა შესძინა, რომელთაგან ყველა 3-ქულიანი იყო.

ამ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები სატურნირო ცხრილში ებრაელებს გაუთანაბრდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან 2 გამარჯვება გადმოჰყვა და ახლა მოგება-წაგებათა ბალანსი 3X3-ზე არის.

მომდევნო შეხვედრას, ქართველი კალათბურთელები 16 სექტემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავენ და მათი მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება, რომლებმაც დღეს სახლში, სერბეთი 70-63 დაამარცხეს.