"უწყინარი" ფოტოთი დაწყებული პრინციპული სატკივარი
"უწყინარი" ფოტოთი დაწყებული პრინციპული სატკივარი
17.08.2018
ავტორი:


ამბავი, ერთის შეხედვით უწყინარი ფოტოთი დაიწო, რომელი 2018 წლის 3 მაისს თეიმურაზ თიგიევის ფეისბუქგვერდზე  გამოქვეყნდა და რომელსაც, მხოლოდ 2 კომენტარი 3 გაზიარება და 104 მოწონება მოჰყვა. თუმცა, მას შემდეგ რაც ფოტოს ლინკმა სოცქსელებში „მოგზაურობა" დაიწყო, ქართული მედიის ნაწილის ყურადღება პირველ რიგში ფოტოზე გაკეთებულმა რუსულენოვანმა წარწერამ „Georgian National Team" (საქართველოს ეროვნული ნაკრები) -მა მიიპყრო. რა დასამალია და ფოტოზე ბევრი ის ადამიანია ზოგი ქართველი და ზოგიც საქართველოში დაბადებული ეთნიკურად ოსი, ვინც წლების წინ საქართველოდან „დიდ მეზობელთან" გადაბარგდა და დღემდე, რუსეთის სახელით ასპარეზობს.  ერთის შეხედვით, არც ისაა უცნაური, რომ მათ რუსეთის დროში ფერებში გადაწყვეტილი მაისურები ემოსოთ და არც ის, რომ ამ მაისურებზე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძამბოლათ თედეევია გამოსახული.

თუმცა, ამ ფოტოზე მყოფთა შორის, ჩვენი ყურადღება, საქართველოს მოქალაქეებისა და ყველასთვის დაფასებული სპორტსმენების გენო პეტრიაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის გამოჩენამ მიიპყრო. TSFF.GE შევეცადეთ გაგვერკვია, ფოტოს წარმოშობის მიზეზს. ირკვევა, რომ ძამბოლათ თედეევისთვის ამ ხერხით დაბადების დღის მილოცვა გადაუწყვეტავთ.

ბუნებრივია, TSFF.GE პატივს სცემს, მეგობრულ ურთიერთობებს, თუმცა როდესაც საქმე ეხება პრინციპულ თემებს და ასეთი ამ შემთხვევაში „დიდი მეზობელია", ყველაზე სახელოვან და თავდადებულ მამულიშვილებსაც კი, როგორებიც მსოფლიოს ჩემპიონები და ყველასათვის მისაბაძი ქართველი სპორტსმენები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი არიან, ალბათ ცოტა მეტი დაფიქრება მართებთ.

„ჩვენი მეგობრის გამოსახულებიანი ფორმაა, რომელიც არის საქართველოში დაბადებული და გაზრდილი. წარმატებული სპორტსმენი, ევროპის ჩემპიონი. რუსთავი 2 და რუსთავი 2-ის ნაირები სხვანაირად ნუ აბუქებთ ამას. თქვენ არ დაგირეკიათ მაშინ, როცა იაკობაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. თქვენ, არ დაგირეკიათ მაშინ როცა გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. თქვენ, არ დაგირეკიათ გამიგეთ და ეგეთ ინტრიგნულ რაღაცეებზე ნუ მირეკავთ რა",- ასეთი შინაარის კომენტარი (სტილი დაცულია) გააკეთა გიორგი ინატბელიძემ, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა „რუსთავი 2"-თან.

აქვე, გამოვრიცხავთ ყოველგვარ „ინტრიგნობას",  კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას ქართველი სპორტსმენების მიმართ და განსაკუთრებით, მსოფლიოს ჩემპიონატის (რომელიც ოქტომბერში გაიმართება) წინამოსამზადებელ პერიდოში არ გვინდა გუნდის მზადებაში დისონანსის შეტანა (ამ მიზნით, დაახლოებით 2 კვირა ვერიდებოდით აღნიშნული მასალის გამოქვეყნებას). ამავდროულად ვიცით და ვიზიარეთ, იმ წარსულს, რაც გენო პეტრიაშილს აქვს გადატანილი.

თუმცა, მას შემდეგ რაც ფოტო სოციალურ ქსლეში გავრცელდა და რასაც საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის თავკაცის სრულიად არაადექვატური განცხადებები მოჰყვა, ჩვენც ჩავთვალეთ საჭირო პოზიციის დაფიქსირება.

„ძამბოლათ თედეევი არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის მთავარი მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი. მოჭიდავეები მაიკას ჩაიცვამენ თუ არა არავის საქმე არ არის, რახან რუსია და რუსების წარმომადგენელია, მტერია უკვე? ის ძამბოლათ თედეევი იყო ზუსტად, ტატუნაშვილის გადმოსვენებაში, რომ დაგვეხმარა," - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

ერთი შეგვიძლია დავამატოთ. ფოტოს გადაღება მეგობრული ჟესტი იყო თუ არა, ჰქონდა თუ არა პოლიტიკასთან კავშირი, ამ შემთვევაში არის ბევრი „შეიძლება" და „რომელიც". ერთია, რომ TSFF.GE- ს არც ის გარემოება მოსწონს, რომ ჭიდაობის ფედერაციამ, შექმნილი ვითარებიდან თავის დასაძვრენად, ტატუნაშვილის თემით დაიწყო მანიპულირება. არც ის, მოგვწონს, რომ ვითომ სპორტული მედია ქართველ მოჭიდავეებს აკლებს ყურადღებას.

საწყენად არა, არც ჭკუის სწავლების მიზნით, მაგრამ გასათვალისწინებლად, კარგი იქნება, თუ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში შეიმუშავებენ PR სტრატეგიებს (სპორტში და პოლიტიკაში თანაბრად ჩახედილი პროფესიონალებისგან, ასეთ შემთხვევაში, მსგავსი შეცდომა არ მოხდებოდა) და  ამავდროულად, მედიასთან ურთიეთობაში ადექვატურები, გახსნილები იქნებიან.