ბუდაპეშტის გრან-პრი, დღე პირველი
ბუდაპეშტის გრან-პრი, დღე პირველი
10.08.2018
ავტორი:

ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო ტურნირზე, 100კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების რიგებში ტატამზე კვლავ გამოვა ვარლამ ლიპარტელიანი. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ, საასპარეზოდ პირველად უნგრეთში, ბუდაპეშტის გრან-პრის გათამაშებაზე გამოვა.

მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელის ბაქოში, სექტემბერში გაიმართება, ბუდაპეშტის ტურნირი არის ერთგვარი შემაჯამებელი შეჯიბრი  IJF-ის ე.წ. მსოფლიო ტურის, რომელის ფარგლებშიც უნგრეთამდე კიდევ 5 ქვეყანის გრან-პრი ჩატარდა. შესაბამისად, ბუდაპეშტის გრან-პრი რომელიც დღეს აიღებს სტარტს და 12 აგვისტომდე გაგრძელდება, მსოფლიო ჩემპიონატამდე შესაძლოა, ბოლო, გენერალურ რეპეტიციადაც ჩაითვალოს.

10-12 აგვისტოს კი, უნგრეთის დედაქალაქში, რომელიც ამ ტურნირის სახით 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის IJF-ის მე-3 საკვალიფიკაციო ღონისძიებას მასპინძლობს, 86 ქვეყნის 578-მა მონაწილემ (მათ შორის 364 მამაკაცმა და 232 ქალმა) მოიყარა თავი.

László Papp Budapest Sports Arena-ზე სამი დღის მანძილზე, მედლების 14 კომპლექტი გათამაშდება. ბუდაპეშტის-გრან პრიზე ქართველი სპორტსმენები ვაჟთა შორის ყველა წონით კატეგორიაში არიან წარმოდგენილი ქართველი ძიუდოისტები.

60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

66კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი

73კგ - ფრიდონ გიგანი

81კგ - ზებედა რეხვიაშვილი

90კგ - უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი

100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე

+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

აქედან დღეს ასპარეზობა სამმა ქართველმა დაიწყო: 60კგ - ამირან პაპინაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა და 66კგ - თორნიკე ნაგლიაშვილმა.  

ასპარეზობის პირველ დღეს 60კგ წონით კატეგორიაში რუს ალბერტ ოგუზოვთან იპონით დამარცხდა ამირან პაპინაშვილი და ახლა რეპეშაჟში იჭიდავებს. ლუხუმ ჩხვიმიანი კი უნგრელი და ბულგარელი ძიუდოისტების დამარცხების შემდეგ, ¼ ფინალში, ესპანელ გარიგოსს დაუპირისპირდება და ეს ორთაბრძოლა მითითებულ ლინკზე დაახლოებით 1 საათში დაიწყება.

11 აგვისტო: -73კგ, -81კგ,

12 აგვისტო: -90კგ, -100კგ, +100კგ,

ამ წუთებში მითითებულ ბმულზე  https://live.ijf.org/gp_hun2018/live_video IJF-ის პირდაპირი რეპორტაჟი მიმდინაროებს. 18:00-დან კი „სილქუნივერსალი" ფინალური ბლოკის ტრანსლირებას დაიწყებს.