„მეტროპული“ - ახალი საბილიაროდ სივრცე თბილისის ცენტშრი
„მეტროპული“ - ახალი საბილიაროდ სივრცე თბილისის ცენტშრი
15.06.2018
ავტორი:

ახალი საბილიარდო სივრცე თბილისში, რომელიც ყველა ასაკის პროფესიონალ თუ, მოყვარულ სპორტსმენს მოემსახურება დედაქალაქის ცენტში, ვერაზე მდებარეობს. „მეტროპულის" შექმნის იდეა, სპორტის ამ სახეობით „მოწამლულ", პროფესიით კინორეჟისორს, ბაკურ ხუნდაძეს ეკუთვნის. თავადაც, ბილიარდის მოთამაშეს, სულაც არ გასჭირვებია, გვერდში თანამოაზრეების - ზოგი პროფესიანალის, ზოგი მოყვარულის, ზოგიც მოყვარულზე მეტის შემოკრება და ვერის ბაღში, ჭადრაკის სასახლეში, თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილი ახალი სივრცის დაფუძნება.

ახალ საბილიარდო კლუბში, „მეტროპულში"  მისვლისთანავე მიხვდებით, რომ აქ, ყველაფერი მომხამარებლის კომფორტისთვის არის გათვლილი, უბრალო „ჭანჭიკიდან" დაწყებული, მომსახურე პერსონალით, რომელიც, სხვათა შორის, საგანგებოდ შეარჩიეს და მოამზადეს, ასევე სერვისით დასრულებული.



მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, ბილიარდის, როგორც სპორტის სახეობის შესახებ, შესაძლოა ცოტას ლაპარაკობენ, თბილისი წლების წინ „მუშტაიდის" და „ფუნიკულიორის" საბილიარდოებით იყო ცნობილი.  ქალაქში, დღემდე არის ე.წ. „ბუდეები", სადაც ბილიარდის მოყვარულები იკრიბებიან. არის კლუბები და ტარდება ტურნირები, ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ საერთაშორისო სარბიელზეც. თუმცა, მათ შესახებაც კონკრეტულ დღეს საუბრობენ და მერე ავიწყდებათ. ერთი თვის წინ, ვერის ბაღში გახსნილი „მეტროპული" შეეცდება ეს სტერეოტიპი დაამსხვრიოს.

საბილიარდოში გვითხრეს, რომ გახსნის დღიდან (და ჯერ მხოლოდ 1 თვეა გასული) კლუბში 170 ადამიანი გაწევრიანდა. მათ შორის არიან პროფესიონალებიც და მოყვარულებიც. კლუბის წევრობა შეუძლია ყველა მსურველს. ასეთ, შემთხვევაში მათ „მეტროპულში" ფასდაკლებები ექნებათ. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ „მეტროპულის" ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ კლუბში მოსულ ახალ სახეებში, შესაძლოა სპორტის ამ სახეობის მომავალიც აღმოაჩინონ.




ამ მომენტისთვის, „მეტროპულში" მისულ ბილიარდის მოყვარულს, ორ სახეობაში, „სნუკერსა" და „პულში" შეეძლება სცადოს ძალები. დარბაზში, დღეისათვის 16 მაგიდაა. აქედან 1 „სნუკერის". თუმცა, მალე მას კიდევ ერთი „სნუკერის" მაგიდა დაემატება. მაგიდები, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „რასონის" ფირმისაა.

მსოფლიო, ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატები სწორედ, „მეტროპულში" არსებული მაგიდების იდენტურზე მიმდინარეობს. ასე, რომ თუკი, ვინმე, ამ ახლადგახსნილი კლუბიდან ევროპის ან მსოფლიო სარბიელზე გავა, მას სულაც აღარ მოუწევს ახალ-უცხო მაგიდებთან შეგუება და სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონების წინააღმდეგ თამაში. მითუმეტეს, რომ ახალ საბილიარდო სივრცეში, საქართველოს (ჯერ მხოლოდ) მასშტაბით სხვადასხვა სახის ტურნირის ჩატარებასაც გეგმავენ, როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ მობილიარდეებს შორის.




ერთ-ერთი პირველი ტურნირი კი, ვერის ბაღში, მედია-საბილიარდო შეჯიბრი იქნება პულში, „მეტროპულის" თასზე. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის სურვილი, საქართველოში აკრედიტებულმა, 10-ზე მეტი მედიის 40-მდე წარმომადგენელმა გამოთქვა. ტურნირი 21-30 ივნისის ჩათვლით ჩატარდება და გამარჯვებულებს, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის გამოავლენს.

სხვათა შორის, „მეტროპულის" ხელმძღავნელობამ გაითვალისწინა მსოფლიო საფეხბრთო ჩემპიონატისადმი დიდი ინტერესი და დარბაზში არსებულ ოთხ მონიტორზე, მედია-ტურნირის მსვლეობის დღეებში საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება მოხდება. იგეგმება აღნიშნული, თავად მედია-საბილიარდო ტურნირის ფინალური მატჩის ლაივ-ტრანსლიაც სოციალური ქსელებით. ამ ასპარეზობის ფინალი 30 ივნისს შედგება.




გამომდინარე იქიდან, რომ ახალი საბილიარდო სივრცის და კლუბის მთავარი მიზანია საქართველოში სპორტის ამ ლამაზი და აზარტული სახეობის პოპულარიზაცია, „მეტროპული" სატელევიზიო არხის ჩაშვებასაც გეგმავს, სადაც საბილიარდო მატჩების ტრანსლიაციების გარდა, მაყურებელს ბილიარდთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე სათანადო ინფორმაციის მიღება შეეძლება.

და ბოლოს, „მეტროპულში", ახალი თაობის აღზრდაზეც იზრუნებენ. „მეტროპულთან" ფუნქიცონირებს საბილიარდო სკოლა, სადაც მომავალ სპორტსმენებსა თუ მიყვარულებს, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი მოთამაშე, ენრიკო მაჩაიძე უხელმძღვანელებს.