„მგზავრებმა“ „დინამო“ აწვალა
„მგზავრებმა“ „დინამო“ აწვალა

„დინამოსა"და „მგზავრებს" შორის ½ ფინალური სერიის მეორე თამაშიც „დინამომ" მოიგო და 3 რაუნდიან ფლეი-ოფში 2-0 დაწინაურდა. ახლა, 18 მაისს, „მგზავრებს" ურთულესი ამოცანა ექნებათ შესასრულებელი, რათა გათამაშებაში „დაბრუნდნენ". თუმცა, შეგახსენებთ, რომ „მგზავრების" მთავარი მწვრთნელის ბუბა ბერიშვილის თქმით, ¼ ფინალური ფლეი-ოფის შემდეგ, მისმა გუნდმა 2017-2018 წლების სეზონის წინ დასახული გეგმა-მაქსიმუმი, საუკეთესო ოთხ გუნდს შორის ყოფილიყო, შეასრულა. თუმცა, ბერიშვილის განცხადებით, „მგზავრები" არც ამ ფლეი-ოფში აპირებდა უბრძოლველად დარჩენილი თამაშების ჩატარებას. ფაქტია სახეზეა - „მგზავრები" პირობას ასრულებენ.

პირველი თამაშისგან განსხვავებით, როდესაც „დინამოსა" და „მგზავრების" დაპირისპირებაში გადამწყვეტი მომენტი მეორე მეოთხედში დადგა და რომლის დროსაც „მგზავრებს" დაწინაურება შეეძლოთ, დღევანდელ თამაშში, ბოლო პერიდოშიც კი ბევრი კითხვის ნიშანი იყო. სხვათა შორის, პირველი ფლეი-ოფის შემდეგ, ირაკლი ხოშტარიამ, დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა იწინასწარმეტყველა, რომ დღევანდელი თამაში მძიმე იქნებოდა.



„სხვაობის მიუხედავად, ძალიან დაძაბული თამაში იყო, როგორც პლეიოფს შეეფერება. ანგარიშია 2:0, თამაში 3-მდეა, ამიტომ ბიჭებს ვუთხარი, რომ ჯერ არაფერია დამთავრებული. ყველაფერი წინ არის. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ არასტაბილური სეზონი გვქონდა, აუცილებელია, რომ ბოლო თამაშამდე ძალიან კონცენტრირებული ვიყოთ", - ეს კი ირაკლი ხოშტარიამ, დღეს, თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა.

არასტაბილური სეზონის გარდა, „დინამოს" ფლეი-ოფის დღევანდელ მატჩშიც, თამაში არასტაბილურად წაუვიდა. შეხვედრის პირველი მეოთხედი, თითქმის პირველი მატჩის იდენტურად წარიმართა. „დინამო" კი ახერხებდა „პირველ" ნომრად ეთამაშა, თუმცა, მეტის, ანგარიშში ამ უპირატესობის გარდასახვის საშუალებას „მგზავრები" არ აძლევდა. სასტარტო მეოთხედი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. თუმცა, მოქმედმა ჩემპიომა მისი მოგება 4-ქულიანი სხვაობით მოახერხა 20-16. ორივე გუნდში, ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი, 7 ქულა, დინამოელთა კაპიტანს ილია ლონდარიძეს ჰქონდა დაგროვებული.  



მეორე მეოთხედის დასაწყისშიც გუნდს პირველი ქულები სწორედ ლონდარიძემ მოუტანა. ამას, დინამოელთა სერბის ალექსანდერ მიტროვიჩის ზუსტი 3-ქულიანის მოჰყვდა და „დინამომაც" 4 ქულიანი სხვაობა უცბად 9 ქულამდე აიყვანა. შეხვედრის ეს მეოთხედიც თითქმის ამ სცენარით განვითარდა. „მგზარები" დაიყვანდნენ სხვაობას 3-4 ქულამდე, „დინამო" კვლავ გაზრდიდა. თუმცა, ასე იყო მეორე მეოთხედის დასრულებმად 3:22 წუთამდე, როდესაც „მგზავრებმა" სხვაობის დაყვანა 1 ქულამდე მოახერხეს. ამგარიში, 29-28 გახდა „დინამოს" სასარგებლოდ.  აქ, ერთი მომენტია საინტერესო - მატჩის ამ მონაკვეთში ორივე გუნდმა %-ულად ვერ გამიყენა ბევრი საჯარიმო სროლა და ამის პარალელუად დაცვაში დაუშვა შეცდომები, რომლებიც საპასუხოდ, ასევე გამოუყენებელი აღმონჩნდა. მეორე მეოთხედის ამ დარჩენილ ნაწილში თავი კიელ ტურპინმა გამოიჩინა. ეს მეოთხედი კი ფრედ 21-21 დასრულდა.  „დინამომ" პირველი მეოთხედის მსგავსად, ტაიმი 4 ქულიანი სხვაობით, 41-37 მოიგო.


მესამე მეოთხედში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, გუნდის კაპიტნის გასწვრივ დაფიქსირებული 15 ქულით,  გიორგი შარაბიძის 4 ფოლით და „მგზავრების" სრული მობილიზაციით დაიწყო. 7:43-ზე, მგზავრებმა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს 43-43. ამ მომენტიდან დაწყებული, ბუბა ბერიშვილის გუნდმა კიდევ შესძლო ანგარიშის გათანაბრება 47-47. ხოლო, კიდევ ცოტა ხანში „მგზავრების" მე-12 ნომრის ტეილორ სტეფორდის ზუსტი თამაშის შემდეგ პერიმეტრიდან, „მგზავრები" 3 ქულით, 47-50 დაწინაურდნენ. მეოთხედის დარჩენილ დროში „დინამომ" მობილიზება მოახერხა და მეოთხედის 5 ქულით მოგება 23-18 შესძლო. „დინამომ" ამის გაკეთება ლევან გრძელიძისა და ლაველ ბოიდის ზუსტი 3-ქულიანების წყალობით მოახერხა. ბოლო, დასკვნითი მეოთხედის წინ კი, ტაბლოზე ანგარიში 64-55 იყო.  

 



არანაკლებ დაძაბული გამოდგა დასკვნითი მეოთხედი. იმისდა მიუხედავად, რომ „დინამომ" ბოლო პერდიოდი 9 ქულიანი უპირატესობით დაიწყო, „მგზავრები" რამდენჯერმე „მიუახლობდნენ" ჩემპიონს. მე-4 პერიოდიში 4 წუთით ადრე, „დინამო" კვალვ, მხოლოდ 4 ქულით იგებდა. დინამოელთაგან 4 კალათბურთელს ამ დროისათვის უკვე 4-4 პერსონალური ჰქონდათ და იმ შემთხვევაში, თუკი მატჩი ოვერ-ტაიმში გადაიზრდებოდა, ირაკლი ხოშტარია, მოკლე სკამიდან გამომდინარე, დიდი დილემის წინ დადგებოდა. თუმცა, „დინამომ" მოახერხა მობილიზება და მიუხედავად იმისა, რომ მე-4 მეოთხედი ფრედ 20-20 დასრულდა, თამაში 9 ქულიანი უპირატესობით, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა  84-75 მოიგო.

„მიუხედავად იმისა, რომ 9 ქულით მოვიგეთ, მაინც ვფიქრობ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უფრო რთული და დაძაბული თამაში გვქონდა. მესამე თამაშია წინ და ყველანაირად ვეცდებით, რომ კარგად მოვემზადოთ", - ამბობს მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც პირველი ½ ფინალური ფლეი-ოფისგან განსხვავებით, დღეს, მხოლოდ 7 ქულის დაგროვება შესძლო.




დღევანდელ მატჩში, ყველაზე შედეგიანი კი დინამოელთა კაპიტანი ილია ლონდარიძე იყო, რომელმაც მატჩი 25 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით დაასრულა. კიდევ ერთ დინამოელი კიელ ტურპინი ორმაგი დუბლით გამოირჩა, მატჩის შემდეგ, მას 12 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა. დინამოელთაგან 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა ნოდო გოგოძემ, ლევან გრძელიძემ და ლაველ ბოიდმა მოახერხეს."მგზავრებიდან" კი, ყველაზე მეტი 13-13 ქულა ადრიან ბოუვიმ და კახაბერ ჯინჭარაძემ დააგროვეს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მე-3 შეხვედრა, 18 მაისს, 16:00 კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შედგება.


ორივე თამაშის ფოტო-ალბომი