#EqualGame
#EqualGame

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივითა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა, გასულ კვირას ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ ჩატარდა.
მატჩი დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებთან შედგა. მასში მონაწილეობა თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ასევე ადგილობრივი ქუჩის მცხოვრებლებმა მიიღეს. შეხვედრა ფრედ 12:12 დასრულდა #EqualGame