ახალი საკალათბურთო სასახლე ათვლას ისტორიული გამარჯვებით იწყებს
ახალი საკალათბურთო სასახლე ათვლას ისტორიული გამარჯვებით იწყებს
05.07.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ერთ რამეს დავამატებდი კიდევ და მინდა, რომ  ეს ყველამ გააჟღეროთ, მიუვიდეს ხმა. ეს თამაში, ჩემი სახელით, ჩემი გუნდის სახელით, მივუძღვნათ ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წევრს, ირაკლი პერტაიას (ეროვნული ნაკრების მედია-ოფიცერი), რთულ პერიოდს გადის ოჯახთან ერთად და ეს თამაში, ეძღვნება მას პირადად და მინდა გადავცე, რომ ჩვენ მთელი გუნდი მის გვერდით ვდგავართ", - ამბობს, თბილისის ახალ აშენებულ სპორტის სასახლეში, მატჩის-შემდგომი პრეს-კონფერენციის ბოლოს თორნიკე შენგელია.

ოდნავ ადრე, სტუმარი გუნდის, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების პრესკონფერენციაზე დარბაზზე სერჟიო სკარიოლო, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ილაპარაკებს. ახალ სპორტის სასახლეში, სადაც ბოლო სამუშაოები, უშუალოდ თამაში დაწყებამდეც კი მიმდინარეობდა, სტუმრებს  პირველ რიგში „საკალათბურთო ამინდი" მოეწონათ.




„დარბაზში ბოლო სამუშაოები დღეს დილითაც მიმდინარეობდა. ამ მხრივ ევრობასკეტისთვის უმნიშვნელო დარჩათ გასაკეთებელი, მაგრამ გულშემატკივარ იყო მაგარი. თავისი გუნდის მხარდაჭერით სავსე. ისინი საკუთარ გუნდს მხარს უჭერდენენ, მაგრამ ამავდროულად, იყვნენ კორექტულები და შექმნეს კარგი ატმოსფერო. ჩვენ ეს მოგვეწონა და ახლა, წინ ვიყურებით, ევრობასკეტისკენ, როცა სექტემბერში კვლავ მოგვიწევს აქ ჩამოსვლა", - ამბობს სერჟიო სკარიოლო, რომელიც თოკო შენგელიაზეც საკმაოდ ილაპარაკებს. „შენგელია კარგად ვიცი და მომწონს, როგორც მოთამაშე და როგორც პიროვნება. ის, ერთ-ერთი გამოკვეთილი იყო გუნდში. ვფიქრობ, რაღაც მომენტში მისი შეჩერება მოვახერხეთ, მაგრამ ის იყო ენერგიული, ამარაგებდა ბურთებით თანაგუნდელებს. აკეთებდა იმას, რასაც მეც ვასწავლი. წესით ერთ ადამიანს ჰყავს აყვანილი მოწინააღმდეგე, აქ გვჭირდებოდა მეორეს დახმარება. კარგად იმუშავა თამაშზე. საქართველო ბედნიერია, რომ ასეთი მოთამაშე ჰყავს. საქართველოს სამი ტოპ-კლასის მოთამაშე ჰყავს. ეს მართლა ასეა - თოკო, მაკფადენი, შერმადინი და კიდევ რამდენიმე „მოდის" - გოგა, სხვა ბიჭები... ყოველი თამაში რთული და რთულია და ეს, ევროპული კალათბურთისთვის ძალიან კარგია".


ამ რთულ თამაშში, საქართველოს უკეთესი სტარტი ჰქონდა. როგორც მოგვიანებით, შაბი ლოპეს-აროსტეგი რომელმაც, ესპანელთაგან პარკეტზეც ყველაზე დიდი დრო 33:33 წუთი დაჰქო და ყველაზე მეტი 14 ქულა დააგროვა იტყვის, რომ საქართველოს ნაკრები, მათ, ყველა შეცდომისთვის სჯიდა. „ვფიქრობ, თამაშის დასასრულისკენ ცოტა გამოავკეთედ თამაში. თუმცა, მთლიანად თამაში დავუშვით ბევრი შეცდომა, განსაკუთრებით გადამწყვეტ მომენტებში. ახლა, ამ შეცდომებიდან უნდა ვისწავლოთ და ბოლო თამაში ჩავატაროთ", - ამობს შაბი.




ბოლო თამაში კი, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, ესპანეთის ნაკრებს 7 ივლისს უკრაინის წინააღმდეგ აქვს - გუნდთან, რომელმაც საქართველოს ნაკრებიც და მისი ქომაგიც ცოტა საგონებელში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მეტოქე ბევრად ძლიერი და ბევრად სოლიდური იყო, ზუროსის გუნდს რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უნდა მოეგო.


„უდავოა, რომ უკრაინასთან თამაშის შემდეგ რეაგირების მოხდენა საჭირო იყო, თუმცა რეაქცია გვჭირდებოდა, არა მარტო ამ მატჩის გამო, არამედ, როგორც იცით, ესპანეთმა პირველი თამაში დიდი ანგარიშით მოგვიგო და გვინდოდა, მოედანზე ასე რომ ვთქვათ, რევანშისთვის გავსულიყავით და ესპანელებისთვის აგრესიული თამაში შეგვეთავაზებინა, რამაც შედეგი გამოიღო. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი თანაგუნდელების სახელით ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო. ალბათ, ამ დარბაზში საუკეთესო დასაწყისი იყო, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ესპანეთის დამარცხებით დაწყება და იმედი მაქვს, რომ ევრობასკეტზეც ასე გაგრძელდება", - იტყვის შენგელია მაჩის დასრულების შემდეგ.




კალათბურთში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხევდრა საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ილიას ზუროსის გუნდმა, თბილისში, ახალ საკალათბურთო სასახლეში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 ოვერ-ტაიმში დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა ოთხი პერიოდიდან სამი მოიგოპირველი 15- 14, მეორე 22- 17, მეოთხე  23- 20). აი, მესამეში კი, მცირედი ჩავარდნა გვგქონდა (7- 16). თუმცა, ოვერ-ტაიმში, დაცვაში გააზრებული თამაშით და აშკარად, მოვლენების ასეთი განვითარებით დაბნეული ესპანელების შეცდომების ხარჯზე, ოვერ ტაიმში 15-9 გავიმარჯვეთ.


საუკეთესო მატჩი ჩაატარა რატი ანდრონიკაშვილმა. 21 წლის კალათბურთელმა 17 ქულა დააგროვა, აქედან 8 - ოვერტაიმში ჩააგდო.  რატიზე ერთი ქულით მეტი 18, პლუს 5 მოხსნა, 2 დაფარება და ტრადიციულად, სარგებლიანობის საუკეთესო ინდექსი - 22, გიორგი შერმადინის ანგარიშზეა. „შერმოზე" 2 ქულით ნაკლები 16 თად მაკფადენის ანგარიშზეა, რომელმაც 8 გადაცემაც მიითვალა და თან, ზუროსის გუნდში, პარკეტზე ყველაზე მეტი 43:19 გაატარა და რეალუარად, მთლიან მატჩში, 1:40 წუთი დაისვენა. შედეგიანი იყო თორნიკე შენგელია, რომელიც სამმაგ დუბლთან ახლოს იყო. თოკოს ანგარიშზე  12 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 4 ჩაჭრაა.




თუ სტატისტიკისთვის, შეხვედრაში, გარდამავალ მომენტებსაც მოვიშველიებით, აქ აუცილებლად აღსანიშნავია დუდა სანაძის ორი სამქულიანი, აქედან ერთით ანგარიში გაიხსნა. გუნდის თვითდაჯერებისთვის, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტი იყო. შესაძლოა ესპანელებისთვის მოულოდნელად, საქართველოს ნაკრები მეტოქეს პრესინგს მათსავე ნახევარზე, ბურთის შემოტანიდან ეთამაშებოდნენ. ცალკე აღნიშნვნის ღირსნი არიან, ქართულ სუპერლიგაში მოთამაშები კახა ჯინჭარაძე, გივი ბაქრაძე,  ბექა ბექაური - მათ, საკუთარი კედლები იგრძნეს და თამაშიც წაუვიდათ.


„პირველ რიგში მინდა მივულოცო საქართველოს ნაკრებს, ფანებს, გუნდის მწვრთნელს ზუროს, თოკოს. ისინი იმსახურებდნენ მოგებას. ორივე გუნდმა გააკეთა ყველაფერი, მაგრამ მათ ბოლო წუთებში ნაკლები შეცდომა დაუშვეს. საკმაოდ კმაყოფილი ვარ ჩემი ახალგაზრული გუნდით. ზოგი მათგანი ვალდებულია მომავალში უფრო მეტი გააკეთოს", - ამბობს სერჟიო სკარიოლო.




მისმა გუნდმა დღეს, გამარჯვება უბრალოდ 5 სათამაშო წუთით გადაგვიწია. მსოფლიოს ჩემპიონზე, ისტორიული გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო  ჯგუფური ეტაპი  4 მოგებითა და  2 მარცხით დაასრულა. ესპანეთმა მიმდინარე გათამაშებაში პირველი შეხვედრა წააგო. ჩვენს ნაკრებს მეორე ეტაპზე ესპანეთთან და უკრაინასთან მოპოვებული 2 გამარჯვება მიჰყვება.


მატჩის სრული ალბომი იხილეთ ბმულზე