„მდგმურების“ დროებითი სადარდებელი ცხრილში და მოედანზე
„მდგმურების“ დროებითი სადარდებელი ცხრილში და მოედანზე
18.03.2018
ავტორი:

თბილისის სტადიონებზე, „მდგმურებად" მყოფი გუნდები, ეროვნული ჩემპიონატის სტარტზე, არასათანადოდ გამოსვლაში, სწორედ „საკუთარი კედლის" ფაქტორს და სხვა ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებულ „დისკომფორტს" უსვამენ ხაზს. მაგალითად, „თეორიაზე" გამუდმებულად მარკერებისა და ფლიჩარტის ძებნას, რაც საბოლოოდ კონცეტრაციის დაკარგვამდე მიდის. იმავე „თეორიისთვის" შენობის არქონას  და ა.შ. რაც საბოლოოდ, ბაზის არქონაში მოიაზრება. თუმცა, ცუდი თუ კარგი ბაზის შემცვლელი სივრცე, როგორც სჩანს „საკუთარ კედლებში" უფრო ურჩევნიათ - იქ, შინაურულად გრძნობენ თავს. თორემ, პირობები თბილისშიც კომფორტულია, თუკი ორგანიზაციულ საკითხებში მომუშავე რგოლი საკეთებელს, მწვრთნელის მითითებამდე შეასრულებს. მოკლედ, ეს თემა შორს წაგვიყვანს, ფაქტია, რომ ვიდრე, საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია-მშენებლობის ძალიან კარგი პროცესი დაიწყო,  ზოგი „მდგმური" ახერხებს მინიმალური დანაკარგით „კარგი დროისთვის" დალოდებას. ამის ნათელი დასტური ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩები იყო, რომლებიც სამ დღეზე გადანაწილდა.

 

პირველი დღე „დინამო არენაზე"

ერთი რიგითი სამუშაო დღისა და საათის მიუხედავად, თბილისში, „დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის მესამე ტურის პირველ შეხვედრაზე „დინამო თბილისსა" და „სამტრედიას" შორის, მაყურებელი ასე თუ ისე, მოვიდა. ალბათ, დინამოელთათვის რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ერთწლიანი შესვენების შემდეგ (რიგი გამონაკლისი მატჩების გარდა), ახმაურდა „დინამო არენის" მე-17 სექტორიც.

თბილისში „მდგურობას" მიუჩვეველი „სამტრედია" კი, ვერა და ვერ ახერხებს თამაშის დალაგებას. მაშინაც კი, როდესაც მეორე ტაიმში თამვდამსხმელს იმატებს და 4-3-3 ფორმულა უფრო შუა ხაზიდან გასააქტიურებელ 4-4-2-ზე გადაჰყავს. „მატჩი საკმაოდ მძიმედ დავიწყეთ, რამაც გავლენა იქონია მთლიან შეხვედრაზე. ამის შემდეგ თამაში დავალაგეთ, გვქონდა სამი რეალური საგოლე მომენტი. მატჩი სანახაობრივი გამოვიდა და ორივე გუნდს გვქონდა რეალური საგოლე შანსები" - უჩა სოსიაშვილი ამას, მატჩის დასრულების შემდეგ იტყვის.


თუმცა, სამტრედიელთა მწვრთნელმა, თამაშის დაწყებამდე, ისიც დაიჩივლა, რომ დროებით, თბილისურ გარემოში წვრთნა, გუნდზე ცუდად აისახება. ამ გარემოს, მეორე ტურში დამტვრეული მაიკლ ოლაიტანის და ანტე გის დართოთ. შეგახსენებთ, რომ ოლაიტანი „სიონთან" მატში დაიმტვრა და სავარაუდოდ 2 თვით გამოეთიშა კლუბს. გი კი მწვრთნელთან უთანხმოებისთვის ოდნავ „დაისაჯა" და „დინამოსთან" მატჩის გამოტოვება მოუხდა. უჩა სოსიაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთელთან უთანხმოება ამოწურულია და გი, მომავალ მატჩებში სამტრედიელთა შორის კვლავ ითამაშებს.


მანამდე კი კახა კაჭარავას დინამოელებმა მატჩის სრულად გაკონტროლება შეძლეს. მოედანზე, წინა თამაშებისგან განსხვავებით, უკრაინელი დმიტრო ივანისენია, როგორც იქნა გამოჩნდა. სწორედ მისი აქტიურობის შედეგად, მატჩის მე-10 წუთზე, ბუდუ ზივზივაძემ, მატჩამდე ნათქვამი შეასრულა და გოლი გაიტანა 1-0. დინამოელებმა ეს გოლი, კლუბის ქომაგთა ერთ-ერთი წევრის შვილს, იაშვილის კლინიკაში მყოფ 6 წლის ოთოს მიუძღვნეს. აკაკი შულაიას მიერ, კიდევ 4 წუთში გატანილი გოლი კი უკვე სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მიეძღვნა. მე-14 წუთზე „დინამომ" ანგარიშით 2-0 დაიწნაურდა. ამ ტაიმში დინამოელთა კაპიტანს, ოთარ კიტეიშვილს ჰქონდა ორჯერ ანგარიშს გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა სამტრედიალთა მეკარე ომარ მიგინეიშვილი, მოწოდების სიმაღლეზე იდგა.


ამ დღეს, დინამოელთა შორის დებიუტი ჰქონდა ნიკა ძალამიძეს. მეორე ტამში, შეხვედრის 76-ე წუთზე გიორგი ივანიშვილის ნაცვლად კაჭარავამ სწორედ, ის შემოუშვა. „ნიკას დიდი გამოცდილება აქვს, ახალ გუნდში თამაში რთულია. თუმცა, დღეს კარგათ ითამაშა და მჯერა, რომ უფრო მოუმატებს, შესაბამისად მომავალში მისგან უფრო მეტს მოვითხოვ" - იტყვის მატჩის შემდეგ კახა კაჭარავა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, „დინამოს" ლუკა ლოჩოშვილი დაუბრუნდება. დინამოელთა ახალგაზრდა მცველმა, tsff.ge-სთან საუბარში არ დამალა, რომ „ძალიან მინდა „დინამოს" ევროტურნირებში დავეხმარო. ამისთვის ძლებს არ დავზოგავ. ახლა, მთავარია, ეს მიკრო ტრავმა მოვირჩინო"-ო.



სამწუხაროდ, ტრავმიანობა არ „მოშორდა" ბაქარ ქარდავას. დინამოელთა ნახევარმცველს „სამტრედიის" შემდეგ, „ტორპედოსთან" თამაშის გამოტოვებაც მოიწევს. ფეხბურთელის სრულ გამოჯანმრთელებას სავარაუდოდ თვე დასჭირდება.  „სამტრედიასთან" მატჩში, კი მეორე ტაიმში, ორივე კარში თითო გოლი გავიდა. შეხვედრის 84-ე წუთზე, ახალგაზრდა გიორგი კუციამ, რომელსაც კაჭარავა, მიმდინარე გათამაშებაში „აჩვევდა" თამაშს და მესამე ტურში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში, შორი მანძილიდან, ულამაზესი დარტყმით, დინამოელთა სასარგებლოდ ანგარიში გაზარდა 3-0.  მატჩში წერტილი სამტრედიელმა ლუკას ვეილიმ დაუსვა 11-მეტრიანით,  3-1.

მომდევნო შეხვედრას „დინამო" 1 აპრილს, თბილისში, „დინამო არენაზე" გამართავს ქუთაისის „ტორპედოს" წინააღმდეგ.

მატჩის სტატისტიკა

 

ამავე დღეს, ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" ქუთაისის „ტორპედომ" დიდი ანგარიშით 4-0 თბილისის „ლოკომოტივია" დაამარცხა.  იხილეთ მატჩის სტატისტიკა

სხვათა შორის, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კულუარებში, „ლოკომოტივში" სამწვრთნელო შტაბში მოსალოდნელ ცვლილებებზეც ალაპარაკდნენ. ჩვენ დავუკავშირდით კლუბს და შევეცადეთ გაგევრკვია, მართლა ხომ არ იგეგმებოდა, „ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის ლაშა ჭაღიაშვილის ჩანაცვლება. თბილისურ კლუბში, ჩვენი შეკითხვზე გვიპასუხეს, რომ ჭაღიაშვილის გუნდიდან გაშვებაზე, ეროვნული ლიგის სტატზე სამი თამაშიდან სამივეს წაგების შემდეგაც კი, ლაპარაკი არაა. თუმცა, გასული სეზონის დასრულებამდე რამდენიმე მატჩით ადრე, როდესაც გიორგი დევდარიანის კლუბში დარჩენა-არდარჩენის თემას შევეხეთ, „ლოკომოტივიდან" პასუხი ანალოგიური იყო.  ერთი ფაქტია, რომ ჭაღიაშვილს გაუშვებენ თუ არა, შედეგზე, რომელსაც თბილისელთა დიდი ნაწილის სამწუხაროდ „ლოკო" უჩვენებს, გამოსასწორებელია და ეს მწვრთნელთან ერთად იმ ფეხბურთელების საკეთებელი, რომლებიც უბრალოდ, სათამაშოდ გამოდიან მოედანზე.


ლაშა კუპრაშვილის ფოტო

ლაშა კუპრაშვილის ფოტო


მეორე დღე „დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე"

კომფორტულად მოირგო „მდგმურის სტატუსი" სოსო ფრუიძის გუნდმა. თუმცა საჩხერის „ჩიხურა", რომელისთვისაც საშინაო თამაშების თბილისში ჩატარება არახალია „პეტრო არენაზე" თავს კომფორტულად მაინც ვერ გრძნობდა. ამაში კი დამნაშავე ასევე მდგმური „რუსთავი" იყო, რომელის შემადგენლობაშიც „დინამო თბილისიდან" გადაბარგებულ ფეხბურთელებს, პოლონური „პოგონიდან" საქართველოში დარბუნებული, ასევე ყოფილი დინამოელი მათე ცინცაძეც დაემატა. ვლადიმერ გაზაევმა ცინცაძე პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოუშვა ავთო ენდელაის ნაცვლად. თუმცა, ყოფილი დინამოელების „გუნდმა" რუსთაველებს ვერ უშველა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ დაბალ ტემპში წარიმართა და ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. „ჩიხურა" უფრო შეთამაშებული იყო, ვიდრე „რუსთავი". შესაბამისად, ცოტა მეტი თავისტკივილი ჰქონდა ნუკრი რევიშვილს, ვიდრე დინო ჰამზიჩსს. რუსთაველთა მთვარი მწვრთნელი, რომელიც წინა ორი ტური შეუთამაშებლობას უჩიოდა, ახლაც სავარაუდოდ გუნდის არამწყობრ თამაშზე ისაუბრებს უახლოეს შეკრებაზე. ფაქტია, რომ „რუსთაველთა" მხრიდან, ყველაზე მეტად, ყოფილი დინამოელი ბექა მიქელთაძემ დაგვამახსოვრა თავი, რომელსაც პირველ ტაიმში, გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ არა ჰამზიჩი.


ანალოგიურად განვითარდა მოვენები მეორე ტაიმშიც. დაემატა მხოლოდ, გეორგი გაბულოვის გაძევება 73 წუთზე, სიმულაციისთვის და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 19 წლის ჩიხურელი დავით იონანიძის გოლი, რომელმაც „ჩიხურას" გამარჯვება ანგარიშთ 1-0 და მორიგი 3 ქულა მოუტანა. ამ ეტაპზე, „ჩიხურა", რომელიც სამი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზეა 7 ქულით, ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელია. საჩხერელთა ნახევრამცველი გიორგი გაბედავა კი ჯერ-ჯერობით 4 გატანილი გოლით, ბომბარდირთა სიას უდგას სათავეში.

მატჩის სტატისტიკა



მესამე დღე „მიხეილ მესხზე"

მესამე ტურის დასკვინთ მესამე დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის „სტადიონზე" ტურის ორი მატჩი „მდგმურებს"  (ამ გარემოში კარგად „მოშინაურებულმა" „საბურთალომ") დამატებულმა გორის „დილამ" ითამაშეს.

თუმცა, თავდაპირველად, „მესხი 2"-ზე ბოლნისის „სიონი" და  უმწვრთნელოდ დარჩენილი „კოლხეთი 1913" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საკმაოდ უღიმღამო თამაში ფრედ 0-0 დასრულდა. მომდევნო ტურში, კი ფოთელებს უკვე ახალი თავკაცი ეყოლებათ.  ფოთელთა კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „კოლხეთის 1913"-ს ლანჩხუთის „გურიას" ყოფილი მწვრთნელი, რუსი ეროვნების ვიქტორ დემიდოვი გაწვრთნის.  

მატჩის სტატისტიკა

გიორგი ჭიაბერაშვილი  და გიორგი დარასელია კი, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე მწვრთნელებიდან იმ ხუთეულში შედიან, რომლებსაც გუნდში სააკლიმატიზაციოდ მთელი ეროვნული ლიგის 2017 წლის გათამაშება და კიდევ, ზოგს წინა ჩემპიონატიც ჰქონდა. შესაძლოა, ამიტომაც, მიმდინარე გათამაშებაში, „საბურთალო", რომელიც წაუგებლად ასპარეზობს და შარშანდელგავრადნას გადარჩენილი „დილა" ცდილობენ პრაგმატული ფეხბურთი ითამაშონ და შედეგთან ერთად, ძალები მთელ სეზონზე გადაანაწილონ.  მესამე ტურში ამ გუნდების მატჩი კი არ გვიწყენენ თუ ვიტყვით, რომ სანახაობას მოკლებული იყო. გოლების გატანის შესაძლებლობები, მატჩის მანძილზე ჰქონდათ გორელებიდან გიორგი ფანცულაიასა და ნოდარ ქავთარაძეს. თუმცა, უფრო იღბლიანი ამ დღეს თბილისელებიდან გიორგი კოხრეიძე და გიორგი დიასამიძე აღმოჩნდნენ. სწორედ, მათ გოლების წყალობით „საბურთალომ" მორიგი გამარჯვება 2-0 და სატურნირო ცხრილში, მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

მატჩის სტატისტიკა

მომდევნო  მე-4 ტური ეროვნულ ლიგაზე, სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ გაიმართება.


სატურნირო ცხრილი

ფეხბურთელთა სტატისტიკა