ვაისმა გუნდს უხმო
ვაისმა გუნდს უხმო

ორშაბათს, 19 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, თბილისში, ლიტვასთან და ესტონეთთან დაგეგმილი შეხვედრებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მიმდინარე თვეში დაგეგმილი ეს საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია, რომლის გათამაშებაც 2018 წლის  6 სექტემბერს იწყება. პირველ ამხანაგურ მატჩებში კი ვაისი შემდეგ მოთამაშეებს „გამოცდის":

მეკარეები: გიორგი ლორია („ანჟი", რუსეთი), გიორგი მაკარიძე („რიუ ავე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე („ტორპედო" ,ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე („ხიმნასტიკი", ესპანეთი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", რუსეთი), დავით ხოჭოლავა („შახტარი", უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი („სკა ენერგია", რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი", ლატვია), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე „ტობოლი", ყაზახეთი), ვაკო გვილია („ლუცერნი", შვეიცარია), გიორგი აბურჯანია („სევილია", ესპანეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ), გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა", ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური („ორდაბასი", ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი", ბელგია); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („რაპიდი", ავსტრია), ნიკა კაჭარავა („კორონა", პოლონეთი), ბაჩანა არაბული („ბალმაზუივაროში", უნგრეთი).

2017 წლის ბოლო შეკრებიდან განსხვავებით, რომლის დროსაც ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებზე გააკეთა აქცენტები, ამჯერად, ლიტვასთან და ესტონეთთან ჩასატარებელი ამხანაგური მატჩებისთის, ქართველთა სლოვაკმა მწვრთნელმა, 23 კაცში, ეროვნულ ლიგაში მოთამაშე, მხოლოდ ერთ ფეხბურთეს, ტორპედოელ როინ კვასხვაძეს უხმო. საქართველოს შემპიონატში მონაწილე კიდევ ერთი ფეხბურთელი ლევან გეგეჭკორი, ნაკრების შემადგენლობაში, ტრავმის გამო ვერ აღმოჩნდა. „რუსთავის" ფეხბურთელმა ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშების მეორე ტურში, „ტორპედოსთან" მატჩში მიიღო ტრავმა.

თუმცა, ეროვნულ ლიგაში მოთამაშე კიდევ სამ ფეხბურთელს, ნუკრი რევიშვილს (ს.კ. „რუსთავი"), უჩა ლობჟანიძესა (ს.კ. „სამტრედია") და ბაქარ ქარდავას („დინამო თბილისი") ვაისი „თადარიგში" იტოვებს. ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ეს სამეული, იმ 10 ფეხბურთელს შორის არის, რომლებსაც ეროვნული ნაკრების თავკაცი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს. მათთან ერთდ, გაფართოებულ შემადგენლობაში ლაშა დვალი („პოგონი", პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი („სპარტაკი" ტრნავა, სლოვაკეთი), სანდრო კობახიძე („ვორსკლა", უკრაინა), საბა ლობჟანიძე („რანდერსი", დანია), ლადო დვალიშვილი („ჰაპოელ აშქელონი", ისრაელი), დავით სხირტლაძე („სილკებორგი", დანია), ირაკლი სიხარულიძე („სლოვაცკო", ჩეხეთი) დასახელდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთი დებიუტანტიც არის. ბელგიის საფეხბურთო კლუბ "გენტის" 18 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე.

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 24 მარტს ჩატარდება, ესტონეთს კი ჩვენი გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივართათვის მატჩებზე დასწრება თავისუფალია.