ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ავსტრიაში დილით გაემგზავრება
ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ავსტრიაში დილით გაემგზავრება
20.02.2018
ავტორი:


ავსტრიაში გამგზავრებამდე, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სპორტის სასახლეში დღეს, ბოლო ვარჯიში საღამოს 19:00-დან დაიწყო. სწორედ, ამ ვარჯიშის შემდეგ, ქართველთა ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა, ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლებსაც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის, შესარჩევი ჯგუფური ეტაპის რიგით მესამე მატჩში, ავსტრიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 23 თებერვალს მოუწევთ თამაში.

გიორგი ცინცაძე („პოლიტექნიკა", რუმინეთი), მაიკლ დიქსონი („ბაჰჩეშეჰირ", თურქეთი), გოგა ბითაძე („მეგა ბიმაქსი", თურქეთი), ილია ლონდარიძე („დინამო", თბილისი), მიხეილ ბერიშვილი („დინამო", თბილისი),  ანატოლი ბოისა („კაკტუსი", თბილისი), მერაბ ბოქოლიშილი („ოლიმპი", თბილისი), ნიკა ცქიტიშილი („ბიბლოსი", ლიბანი), ლევან ფაცაცია („დელტა-მარნეული"), აკაკი დავლიშვილი („ქუთაისი"), ნიკა დარბაიძე („ოლიმპი" თბილისი), რეზო ჩაჩანიძე („რუსთავი") - სწორედ, ეს შემადგენლობა დაასახელა ილიას ზუროსმა ვარჯიშს დასრულების შემდეგ. ჩამოთვლილთაგან, ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდება მაიკლ დიქსონი, რომლის სანაკრებო თამაშებზე გამოშვება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, ნაკრებში კალათბურთელის გამოშვების საკითხი, ჩვენთვის დადებითად გადაწყდა. დანარჩენი გუნდი კი, ხვალ დილით, ჩარტერული რეისით ავსტრიაში გაფრინდება.

„ალბათ, ლოგიკურია, რომ ავსტრიის თამაშისთვის საბოლოო შემადგენობას, დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ დავასახელებ. არაა გამორიცხული, დღევანდელი გადაწყვეტილება 12 კაციანი  შემადგენლობის შესახებ, გერმანისათან თამაშის წინ გადაიხედოს. შევიდეს გარკვეული ცვლილებები. ავსტრია, ძალიან ძლიერი გუნდია და წინ, რთული თამაში გველის. ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები, რომლებიც ადგილობრივ თუ ევროპულ გუნდებში ასპარეზობე, თუმცა, მათ ერთად თამაშის გამოცდილება აკლიათ. მატჩების წინ შეკრებები, არაა სამაგისოდ, საკმარისი დრო. ყველამ ვიცით და გვესმის, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. თუმცა, გუნდში, თამაშების წინ ოპტიმისტური განწყობაა", - ამბობს ილიას ზურისი.

ავსტრიაში გამგზავრებამდე გამართული შეკრების დროს, ზუროსმა აქცენტები კომბინაციურ თამაშზე გააკეთა. კომბინაციების დამუშავებაში, ზაფხულში ნაკრებიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებებისა და ტრავმების შემდეგ დაბრუნებული, გიორგი ცინცაძეც, აქტიურად მონაწილეობდა. ეროვნული ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი, რომელიც თბილისში გუშინ ჩამოვიდა რუმინეთიდან, გუნდთან ერთად, დღეს საღამოს, მეორედ გამოვიდა სავარჯიშოდ. „სიმართლე გითხრათ, 3 თვე არ მითამაშია და მომენატრა თამაში. გუნდთან ერთად, რუმინეთში, რამდენიმე დღის წინ ვითამაშე და ავსტრიაში, მეორედ მომიწევს მატჩის ჩატარება. თამაშს, მონდომებული ვარ. ნაკრებში დავბრუნდი, ზაფხულში გაკეთებული განცხადებების შემდეგ. მნიშვნელოვანი მატჩებია ჩასატარებელი, ამიტომ ყველა ჯანსაღი ძალა, ვისაც თამაში შეეძლო ნაკრებში უნდა ყოფილიყო. ამიტომ, მეც აქ ვარ და შეევცდები მაქსიმუმს, რომ ეს მატჩები წარმატებით ჩავატაროთ. დღევანდელ ნაკრებში, სათამაშო გამოცდილების მხრივ, პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა, სანაკრებო გამოცდილება ბევრს არ აქვს. გუშინ, დავეწსარი ვარჯიშს და იმედი მაქვს, რომ ამ თამაშებს წარმატებით ჩავამთავრებთ, ყველა მონდომებულია",-  ამბობს გიორგი ცინცაძე.

გუნდთან ერთად ვარჯიშობს, სერბული "მეგა ბიმაქსის" 18 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე.  ახალგაზრდა კალათბურთელს, ადრიატიკის ლიგაში საკმაო სათამაშო დრო აქვს და სხვებთან ერთად, მწვრთნელებს, მისი დიდად ეიმედებათ. ისევე, როგორც თბილისის „ოლიმპის" მოთამაშის მერაბ ბოქოლიშვილსა, რომელიც საქრათვლოს სუპერლიგაში, საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებს. „მადლიერი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ კვლავ მომცეს შანსი მეთამაშა საქართველოს ნაკრებში. პირადად მე, რამდენად კმაყოფილი ვარ ჩემი სტარტით ნაკრებში, მიჭირს საუბარი, თუმცა, მწვრთნელმა კიდევ დამიძახა. რაც შეეხება, უშუალოდ მომავალ თამაშებს, ჩვენი მიზანი არის, რომ ორივე თამაში მოვიგოთ. ეს ის მატჩებია, სადაც „საპატიო დამარცხება" მიუღებელია. მივდივართ, ავსტრიაში და შემდეგ, უკვე თბილისშიც, ამ ორი თამაშს მოსაგებად", - ამბობს მერაბ ბოქოლიშვილი.

საღამოს ვარჯიშში მონაწილეობა 17-მა კალათბურთელმა მიიღო. მათ შორის იყო ნიკა ცქიტიშვული. „მაქსიმალურად შევეცდები, ფიზიკურად, ფსიქოლოგურად და მორალურად თავი არ დავზოგო და დავდგე ნაკრების გვერდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი მოთამაშე გვაკლდა, ვთვლი, რომ საკმაოდ, ნორმალური შედეგი გქვონდა წინა გასვლებზე. მოგეხსენებთ, ახლაც რამდენი მოთამაშე გვაკლია. მათ გარდა, ამ 2 მატჩში, ვერ დაგვეხმარებიან მანუჩარი  და სანაძე. გვყავს კარგი ბიჭები, ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშე, რომლებსაც, ასაკიდან გამომდინარე გამოცდილება აკლიათ. ბუნებრივია, რთული მატჩი გველის. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს არ ჰყავს სახელიანი მოთამაშეები, მაინც რთული იქნება სტუმრად გამარჯვება. ყველაზე სახიფათო მაჰალბაშიჩია, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. თუმცა, ზუროსის ხელმძღვანელობით, რასაც აქამდე ვუყურე, ჩვენი ნაკრები, საკმაოდ კარგ თამაშსს აჩვენებს", - ამბობს ნიკა ცქიტიშვილი, რომელიც რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდა ნაკრებს.

საქართველოს  ეროვნული ნაკრები ავსტრიულ შვეჰატში ხვალ, დილის 10:20 საათზე, როგორც ავღნიშნეთ, ჩარტერული რეისით გაემგზავრება. 23 თებერვალს, ავსტრიასთან მატჩის დასრულებიდან 3 საათში კი,  თბილისში დაბრუნდება.  უკვე  25 თებერვალს, ჩვენი ქვეყნის მთავარ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი მატჩი აქვს გასამართი გერმანიის ნაკრებთან, რომელთანაც, ქართველი კალათბურთელები, მსოფლიოს 2019 წლის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩში 79-70 დამარცხდნენ.ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):

„მართალია, ძალიან შესუსტებული შემადგენლობით ვართ, მაგრამ იმედი დიდი გვაქვს. ავსტრიაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ბიჭების მჯერა და შემდეგ თბილისში, სპორტის სასახლე გერმანიასთან მატჩზე ბოლომდე უნდა შევავსოთ. ყველას მოვუწოდებ, თადარიგი დაიჭიროს ბილეთების შესაძენად. გერმანიასთან მატჩისთვის სასვსე ტრიბუნები გვჭირდება. ყველაფერი უნდა დავდოთ გასამარჯვებლად", - ამბობს, ვლადიმერ ბოისა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მეექვსე მოთამაშის იმედი აქვს საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშეს და სამწვრთნელო შტაბს. შეგახსენებთ, რომ 25 თებევრლის მატჩის ბილეთების რეალიზაცია ონლაინ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

კალათბურთის ფედერაციის ფოტო