6 ქვეყნის წარმომადგენელი ბაკურიანში სკი-კროსში შეეჯიბრებიან
6 ქვეყნის წარმომადგენელი ბაკურიანში სკი-კროსში შეეჯიბრებიან

რამდენიმე წელში, 2023 წელს, ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება. საქართველოს, სხვა აპლიკანტი ქვეყნების გვერდით, საპატიო ადგილის მოსაპოვებლად, საქართველოს რიგირ საერთაშორისო ტურნირების გამართვა მოუწევს. ერთ-ერთი ასეთი პირველი შეჯიბრი, პოპულარულ ქართულ კურორტზე 16-17 თებერვალს იგეგმება. ბაკურიანში სქი კროსში შეჯიბრი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომპანია „სილქნეტის" ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიმართება.

სათხილამურო ტრასის ასაშენებლად სკი კროსის მსოფლიო ეტაპების ტრასების დიზაინერი და მშენებელი, ფრანგი სპეციალისტი ტომას გირლანდო ჩამოდის. სკი-კროსში შეჯიბრს, რომელსაც სტარტი ზღვის დონიდან  2163 მ-ზე მიეცემა, 16-17 თებერვალს, ბაკურიანში გაიმართება. საერთაშორისო სათხილამირო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ შეიჯბრში 6 ქყევყნის, მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამ მომენტისთის, რეგისტრაცია უკვე გაიარეს სპორტსმენებმა ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ყაზახეთიდან და ავსტრალიიდან. შეჯიბრში 8 ქართველი მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას. ბაკურიანის ტურნირში მოპოვებული საერთაშორისო ქულები მათ მსოფლიო თასის ეტაპებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

მოგეხსენებათ, რომ 2010 წლიდან სკი კროსი (Ski Cross) ოლიმპიური სპორტის დისციპლინაა. 2018 წელსაც, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ოლიმპიური ჩემპიონები ამ სახეობაშიც გამოვლინდებიან. თუმცა, ოფიციალურ ტურნირში, ამ ეტაპზე ქართველი სპორტსმენები არ ასპარეზობენ. დისციპლინა საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე წელია გახდა პოპულარული და პირველ საერთაშორისო ტურნირსაც, სწორედ წელს უმასპინძლებს. შეჯიბრი დიდველის პირველ ტრასაზე გაიმართება, რომლის სიგრძეც 915 მ იქნება, ვერტიკალური ვარდნა 127 მ.

სათხილამურო ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა, სკი კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად მონაწილეობას გულისხმობს. დაბრკოლებებით აღჭურვილ, დაახლოებით ერთკილომეტრიანი ტრასის დაფარვას მოთხილამურეები მინიმალურ დროში შეეცდებიან.