რეკორდული ლაშას მოსკოვური ტრიუმფი - ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია!
რეკორდული ლაშას მოსკოვური ტრიუმფი - ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია!
11.04.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და არაერთი ტიტულის მფლობელმა ათლეტმა, ლაშა ტალაძახემ (+109 კგ), თავის უნიკალურ კოლექციას კიდევ რამდენიმე მედალი შემატა.


ქართველმა ძალოსანმა, ჯამში 485 კგ (ატაცი -222, აკვრა - 263 ) დაძლია და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მეხუთედ მოიგო. ამასთან, ტალახაძე, ატაცში 222 კილოგრამი დაძლია, ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა. ცხადია, ლაშა საუკთესო იყო აკვრაშიც და აწეული 263 კილოგრამით მცირე ოქროს მედალი არავის დაუთმო.




ერთი დღით ადრე, საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა, ანასტასია გოტფრიდმა. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ძალოსანმა ქალმა, ატაცში ორი ცდა 108/111/ გამოიყენდა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამასთან, ანასტასიამ ევროპულ ოქროსთან ერთად  საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო, რამეთუ სარეკორდო ზღვარს  1 კილოგრამით გადააჭარბა. გოტფრიდმა აკვრაში თავი 128 კილოგრამს გაართვა და მე-5 ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 239 კილოგრამით კი მე-4 ადგილი ერგო.


საქართველოს ნაკრებმა გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით  ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დამყარდა მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს რეკორდები.  მედლების რაოდენობით საქართველოს მამაკაცთა ნაკრები მე-4 წელია სტაბილურად ლიდერია. საერთო ჯამშიც, ჩვენმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.