კორონა სოკ-ს საქმიანობაში ჩარევას განაგძობს
კორონა სოკ-ს საქმიანობაში ჩარევას განაგძობს
05.04.2020
ავტორი: თ.ჯ.

უახლოეს დღეებში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ფიფა ტოკიოს 2020 წლის თამაშებში მონაწილე იმ ფეხბურთელების „ბედზე" იმსჯელებენ, რომლებიც 2021 წელს უკვე 24 წლისანი იქნებიან. მოგეხსენებათ, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელების ასაკი, არ უნდა აღემატებოდეს 23 წელს. ასე, რომ მას შემდეგ, რაც COVID 19-მა, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, თამაშების გადადების პრეცედენტი დააშვებინა, ახლა, სხვა დეტალების შეცვლასაც, მართალია დროებით, მაგრამ მაინც შეეცდება.


2020 წლის იანვარში ჩინეთში დაწყებული პანდემიის მიუხედავად, რომელმაც უკვე თებერვლის შუა რიცხვებში თითქმის ნახევარი ევროპა მოიცვა, ალბათ, საინტერესოა, სოკ რატომ არ განიხილავდა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გადავადების ვარიანტებს. უკვე, გადადებული თამაშების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპირი კომიტეტის ვებ-გვერდზე, შემდეგი სახის ჩანაწერი გამოჩნდა: ოლიმპიური თამაშების გადადება 206 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სოკ-ის დევნილთა ოლიმპიური გუნდის, საერთო ჯამში 11000 ათლეტის და ყველა იმ ადამიანის (მწვრთნელების, ექიმების, ოფიციალური პირების, პარტნიორების, მეგობრების და ოჯახების) ოლიმპიურ ოცნებებს დაამსხვრევდა. ის, ასევე დაამსხვრევდა შრომასა და იმ ენთუზიაზმს, რომლითაც იაპონელებმა და უშუალოდ თამაშების მასპინძელმა ქალაქმა ტოკიომ ჩადეს მოსამზადებელ პერიოდში.


სოკ-ი და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი კი, ახლა, ოლიმპიური თამაშების ბიუჯეტის გადასინჯვას აპირებენ. ერთის მხრივ, იგეგმება სხვადასხვა მიმართულებით ხარჯების შემცირება, რითაც თამაშების გადავადებით გამოწვეული ფინანსური დანახარჯები შემცირდება. თუმცა, სწორედ ოლიმპიადის გადავადების გამო, დიდი ალბათობით ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება.


მას შემდეგ კი, რაც თამაშები გადიდო, სოკ-მა ფინანსების გადახედვაც დაიწყო. „ტოკიო 2020 და იაპონიის მთავრობა იყო მომართული მექანიზმი და მზად იყო მასპინძლობისთვის, მაგრამ შემდეგ, ყველაფერი გაჩერდა. ეს ნიშნავს, რომ ოლიმპიურ სოფელში მზად იყო 41 სპორტული ობიექტი, საკონფერენციო დარბაზები, 400000 სასტუმრო ოთახი, 2000 ავტობუსი და მომსახურების შესახებ ათასობით კონტრაქტი. ახლა, მთელი ამ თავსატეხის დალაგება გვიწევს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ადასტურებს, რომ დამატებითი ხარჯები უნდა გაინაწილონ სოკ-მა და საორგანიზაციო კომიტეტმა. ბიუჯეტის ათასობით მუხლი გადაისინჯება. სოკ-ის სამუშაო ჯგუფი ამ საკითხთან დაკავშირებით თავის წინადადებებს მალე წარადგენს", - ამბობს კრისტოფ დუბი, სოკ-ის აღმასრულებელი დირექტორი.


შარშან დეკემბერში გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დაგეგმილი იყო 12,6 მილიარდი დოლარის დახარჯვა. ახალი ვითარების გათვალისწინებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებით საჭირო გახდება კიდევ, დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარი.



სტატია მომზადებულია სოკ-ისა და სეოკ-ის მასალების მიხედვით