„ჯეორჯიანს“-მა, იგივე „თელასმა“ მეინ-რაუნდი მოგებით დაიწყო
„ჯეორჯიანს“-მა, იგივე „თელასმა“ მეინ-რაუნდი მოგებით დაიწყო
09.10.2019
ავტორი: თ.ჯ.

ფუტსალში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, საქართველოს, 2018-2019 წლების ფუტსალის ლიგის გამარჯვებული „თელასი" წარმოადგენს, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე „ჯეორჯიანს"-ის (GEORGIANS) სახელით ასპარეზობს. ქართველი ფეხბურთელები, წინა-შესარჩევ რაუნდში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ჩვენები, მეინ-რაუნდის მე-8  ჯგუფში მოხვდნენ,  სადაც იტალიური „პეზარო", შვედური „უდევალა" და გერმანული „ვოლდორფი" ასპარეზობენ.


ქართულმა კლუბმა, შვედეთში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, პირველ შეხვედრაში, მასპინძელი „უდევალას" დამარცხება 2-4 მოახერხა და ახლა, სატურნირო ცხრულში, იტალიურ „პეზაროსთან" ერთად ლიდერობს. გუნდთან, რომელთანაც „ჯეორჯიანს" ხვალ, 10 ოქტომბერს ელით.

 

„რეალურად, ხვალიდან იწყება ყველაფერი. იტალიის საოცრად ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ეს, ასე, რომ იქნებოდა, თავიდანვე ვიცოდით. დღევანდელ მატჩში, ჩვენი დავალება აღნიშნულ ეტაპზე იყო, რომ მაქსიმალური ქულები აგვეღო. თან, ჯგუფიდან ერთი გუნდი გადის და იტალიასთან ჭიდაობა ცოტა რთული იქნება. რეალობას უნდა შევხედოთ. თუმცა, დასაკარგიც არაფერი გვაქვს. გავალთ, ვითამაშებთ, როგორც შევძლებთ და რაც უფრო მეტ ქულას ავიღებთ, მით უფრო კმაყოფილი ვიქნებით", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.GE-სთან საუბარში.


დღევანდელ შეხვედრაში კი „ჯეორჯიანსიდან" გოლებიზურაბ  ლუკავამ (5'40''), შოთა თოფურიამ (30'09''/ 33'56'') და ნიკოლიზ კურტანიძემ (32'16'') გაიტანეს.