სტეფანი პრაფარდი, პირველი ქალი მსაჯი სუპერ თასზე
სტეფანი პრაფარდი, პირველი ქალი მსაჯი სუპერ თასზე
13.08.2019
ავტორი: ნათია კოსტავა

პირველად უეფას სუპერ თასის შეხვედრას ქალი იმსაჯებს. უეფა-ს ოფიციალურმა სტეფანი პრაფარდის არაერთი სტატია მიუძღვნა. ჩვენი გვერდი, რომელიც აქტიურად აშუქებს სპორტში ჩართულ ქალებს. ამჯერადაც გთავაზობთ UEFA.COM -ის მიერ მომზადებულ სტატიას სუპერ თასის ხვალინდელი მატჩის მთავარი მსაჯის შესახებ.  სტატია სტეფანის შესახებ უამბობს მკითხველს, უფრო სწორად, სტეფანი თავად ყვება საკუთარ თავზე.


სტეფანი პრაფარდი (ფრანგი არბიტრი ქალი):


როდესაც გაიგო, რომ უნდა ემსაჯა სუპერ თასი

ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. არ ველოდი, რომ სუპერთასის განსჯა დამევალებოდა, ჩემთვის  და ასევე, ქალი მსაჯებისთვის ეს დიდი პატივია.  ვიმედოვნებ, რომ ეს მაგალითს მისცემს ქალ მსაჯებს და ახალგაზრდა გოგონებს რომლებიც ოცნებობენ მსაჯობაზე.

 


ქალთა მსოფლიო ჩემპიონტი

მსოფლიოზე, გასაოცარი და განსაკუთრებული იყო, ალბათ იმიტომაც რომ საფრანგეთში იყო.. სტადიონი გადაჭედილი  იყო ორი შესანიშნავი გუნდის თამაშის სანახავად. დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად ქალთა მსოფლიო ჩემპიონატმა ბევრი ახალი გულშემატკივარი შესძინა ქალთა ფეხბურთს.. კარგად გამოჩნდა, თუ როგორ განვითარდა ქალთა ფეხბურთი, როგორც  ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურად


რატომ გადაწყვიტა მსაჯობა

მსაჯობაზე ფიქრი 13 წლის ასაკში დავიწყე. ფეხბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ასევე ძალიან მიზიდავდა თამაშის წესების შესწავლა. სწორედ, ასე დავიწყე მსაჯობა და 20 წლამდე თამაშსა და მსაჯობას ერთმანეთს ვუთავსებდი. შემდეგ კი დადგა გადაწყვეტილების მიღების მომენტიც . იმ დროს ქალთა ფეხბურთის სტრუქტურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იყო, და ვიგრძენი რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა თუ სამსაჯო მიმართულებით წავიდოდი


რა მიზნები აქვს

არასდროს დამისახავს დიდი მიზნები..role მოდელი მსაჯი არასდროს მყოლია, თუმცა ბევრ მათგანს ვაკვირდებოდი და ყველა მათგანს გარკვეული გავლენა ჰქონდა ჩემზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ გზაზე, სასარგებლო რჩევებიც მომცა. მომავალ წელს რადგან ლიგა 1-ის თამაშების განსჯა მომიწევს შევეცდები მაქსიმუმი გავაკეთო


სუპერ თასი

ვფიქრობ, გუნდურად   საშუალება გვექნება შევაფასოთ სიტუაცია  როგორც მატჩის წინ ასევე მის შემდგომ. აუცილებელია, რომ 100 პროცენტით კონცენტრირებული ვიყოთ  თამაშზე. საშუალება გვექნება შევისწავლოთ ორივე გუნდის თამაში მატჩამდე, რაც უშუალოდ მატჩის დროს დიდად დაგვეხმარება.  ვფიქრობ, რომ ფეხბურთელების მხრიდან მსაჯების პატივისცემა მნიშვნელოვანია მოედანზე  და ასევე უნარი, რომ ზეწოლას გაუძლო.


ეს მოკლედ, სუპერ თასის ფინალის მთავარ მსაჯზე. სტეფანი ფრაპარდსა და მის კოლეგებს სტამბულში დასამახსოვრებელი ღამე ელით. რაც შეეხება, სტეფანის რჩევას იმ გოგონებისთვის და ქალებისთვის  ვინც მის ადგილზე ყოფნაზე ოცნებობს,  თუ მსაჯობა გინდათ ფეხბურთის მთავარ ადგილზე უნდა გქონდეთ და თუ გაქვთ  ეს განცდა,  სცადეთ, რატომაც არაო - დაასკვნის სტეფანი.

 


uefa.com  მასალა

UEFA/Pool via REUTERS